logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სეს-მა ქარელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სეს-მა ქარელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

1784286832

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა  არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,ფაჩუჩა“ (მის: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი) შეამოწმეს. ინსპექტირებისას სასაკლაოზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარების გარეშე, რის გამოც შპს „ფაჩუჩას“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.

გამოგვყევით