logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით"

"საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით"

1784216175

„საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ისაუბრა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების პოტენციალზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კერძო სექტორის განვითარებას.

ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წელიწადში, წლიურად, საშუალოდ 9.3%-ს აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, 7.8%-ს შეადგენს. მისი თქმით, საქართველოს ფისკალური პარამეტრები ჯანსაღ დონეზე ნარჩუნდება. 2025 წლის ბოლოსთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ, 2.6%-მდე, ხოლო ფისკალური დეფიციტი 1.4%-მდე შემცირდა. აღნიშნული, თავის მხრივ, განაპირობებს ვალის დაბალ და უსაფრთხო დონეზე შენარჩუნებას.

„წარმატებულმა ფისკალურმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მშპ-ის 7%-8%-მდე მიგვემართა კაპიტალურ დანახარჯებზე და შეგვექმნა ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ახალი ენერგეტიკული გადამცემი ქსელები, რკინიგზის ინფრასტრუქტურის განახლება და სხვა. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შუა დერეფნის დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და გამტარუნარიანობის ზრდაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა ენერგეტიკული შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე.

„საქართველო აქტიურად მუშაობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტზე, რომლითაც საქართველოს მეშვეობით სამხრეთ კავკასიის ქსელი დაუკავშირდება ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს, რაც გააჩენს სრულიად ახალ შესაძლებლობებს რეგიონისთვის. თავის მხრივ, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომ დაკავშირებადობის მსგავსი პროექტების განხორციელებით, სრულიად ახალი, ენერგეტიკული შუა დერეფნის ჩამოყალიბება რეალობად იქცეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს საიმედო და სტაბილურ ეკონომიკას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

გამოგვყევით