logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი იაკობაშვილი დაინიშნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი იაკობაშვილი დაინიშნა

1767009541

სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა წარუდგინა. გიორგი იაკობაშვილს აქვს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი 2016 წლიდან ამ დრომდე იკავებდა სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობას.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სააგენტო გააგრძელებს აქტიურ ღონისძიებებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით, რათა

ეფექტურად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. ამ მიზნების მიღწევაში მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მომხმარებლის ინტერესების დაცვას, ბიზნესსექტორის ჩართულობას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, -აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

გიორგი იაკობაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი. არის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტებში ("საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ეფექტიანობის აღდგენის პროექტი"- REAP, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა- EPI), აგრობიზნესის განვითარების პროექტში (ADA) ფონდი ათასწლეულის გამოწვევა - საქართველო (Millennium Challenge Georgia Fund)

გამოგვყევით