logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

თელავში ქარსაფრების აღდგენის საკითხზე ფერმერებთან კონსულტაციები დაიწყო

თელავში ქარსაფრების აღდგენის საკითხზე ფერმერებთან კონსულტაციები დაიწყო

1763802295

თელავის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ფერმერებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ქარსაფარი ზოლების აღდგენა/გაშენების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა ჭიპაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მონაწილეებს განემარტათ ქარსაფრების მნიშვნელობა, ინფორმაცია მიეწოდათ აღდგენის სამუშაოების ეტაპებისა და გაშენებული ქარსაფარი ზოლების დაცვის ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ინიციატივა არის არა მხოლოდ გარემოსდაცვითი მოთხოვნა, არამედ მნიშვნელოვანი ინვესტიცია აგროსექტორის გრძელვადიან სტაბილურობაში, ვინაიდან ადგილობრივი ფერმერები აღნიშნული ნიადაგდაცვითი ღონისძიებით რეალურ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებენ.

დიალოგში მონაწილეობდნენ ის ფერმერები, რომლებიც სამეურნეო საქმიანობას უშუალოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფრების მომიჯნავედ ახორციელებენ. მათ, როგორც პროექტის შედეგების უმთავრეს ბენეფიციარებს, გაშენებული ქარსაფრების დაცვაში სამომავლოდ დიდი როლის შესრულება შეუძლიათ. აღინიშნა, რომ ერთობლივი ქმედება პროექტს რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას მისცემს და მუნიციპალიტეტში მიწის რესურსების დაცვას გააძლიერებს.

თელავის მუნიციპალიტეტში 321.59 ჰა მიწის ნაკვეთს მინიჭებული აქვს ქარსაფარი ზოლის სტატუსი და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ქარსაფრის სტატუსით რეგისტრაცია მთავარ წინაპირობას წარმოადგენს ქარსაფარი ზოლების აღდგენა/გაშენების პროექტის დასაწყებად.

გამოგვყევით