logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ზემო იმერეთის მდინარეები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

ზემო იმერეთის მდინარეები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

1767000906

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, „წითელი ნუსხის“  სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000  ქვირითი ზემო იმერეთში, კვერეთის აღკვეთილის მდინარეების სათავეში განთავსდა.

განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა მთის მდინარეების შენაკადებში თავსდება, სადაც იგი ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.

2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება, ჯამში, 700 000 ქვირითით მოხდება.

"EBRD-ის მიდგომა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, უზრუნველყოფს, რომ დაფინანსება არამხოლოდ ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს, არამედ სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს გრძელვადიან მდგრადი განვითარების მიზნებთან"

გამოგვყევით