logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

Agronnect-ი ფრანგული აქსელერატორის - HECTAR-ის წევრი გახდა

ინოვაციური აგრონომიული პლატფორმა Agronnect-ი ფრანგული აქსელერატორის - HECTAR-ის  წევრი გახდა. ამის შესახებ Agronnect-ის  დამფუძნებელმა ვალერი ამირანაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა სტარტაპს ახალი პარტნიორების გაჩენაში დაეხმარება .

"2024 წლის 5 იანვარს, პარიზში მეშვიდებეჩისფინალი გაიმართა. ჯამში აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 80-ზე მეტი ევროპული სტარტაპი იბრძოდა, საიდანაც 6 სტარტაპი შეირჩა. აქედან, 3 ფრანგული, 1 ჰოლანდიური, 1 გერმანული და 1 ქართული. აქსელერაციის პროგრამა 3 თვის მანძილზე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაშიაგრონექტსუნიკალური შანსი ეძლევა წვდომა ჰქონდეს როგორც ინვესტორებთან, ასევე სასწავლო დაწესებულებებთან, კვლევით ცენტრებთან, ასოციაციებთან, კოოპერატივებთან და პროდუქციის მიმწოდებელ კომპანიებთან, ევროპის მასშტაბით. აღნიშნული პროგრამა, „ფანდრაიზინგთანერთად, ძალიან დაგვეხმარება ჩვენი პროდუქტი დაიტესტოს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მოხდეს ახალ კომპანიებთან დაპარტნიორება", - განაცხადა ვალერი ამირანაშვილმა.

Agronnect არის ინოვაციური აგრიტექ პლატფორმა, სადაც ფერმერები უკავშირდებიან მსოფლიოს ტოპ სპეციალისტებს, ონლაინ კონსულტაციისთვის. ცნობისთვის, პლატფორმა 2023 წელს გაეშვა.

გამოგვყევით