logo
Loading data...

ქართულმა ვიდეოთამაშმა Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა

ქართულმა ვიდეოთამაშმა Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა

1716351664

ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024-ზე  გაიმარჯვა, ნომინაციაში National Showcase Award.

"ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს ჩვენი თიმისგან.  Digital Dragon 2024-ზე ჩვენმა გუნდმა National Showcase Award მიიღო და 40-მდე წარდგენილ თამაშებს შორის Dumbriel: Magnificent Adventure in Hell პირველ ადგილზე გავიდა. ვულოცავთ ჩვენ გუნდს და სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას,"- წერს ვიდეოთამაშის შემქნელი ქართული კომპანია AnimatronX-ი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

Digital Dragons ყოველწლიურად  პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში ტარდება. საქართველო წელს სულ 5 თამაშით იყო წარმოდგენილი.

 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით