logo
Loading data...

"საგადასახადო შეღავათს  ტექნოლოგიურ განვითარებაში გამოვიყენებთ"  - ფარმლაბი

"საგადასახადო შეღავათს  ტექნოლოგიურ განვითარებაში გამოვიყენებთ"  - ფარმლაბი

1710943200

სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია "ფარმლაბის"  (ყოფილი "ჯი ეს ეი ტექნოლოგიები")  თანადამფუძნებელი ონისე ზივზივაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ ინოვაციური სტარტაპისთვის საგადასახადო  შეღავათის  დაწესების გადაწყვეტილებას აფასებს. მისი განცხადებით,  ხარჯის დაახლოებით 30%-ის ოპტიმიზაციის შესაძლებლობა ეძლევა.

ამ რესურსის  გამოყენებას სტარტაპერი ტექნოლოგიების განვითარებაში გეგმავს.

ზივზივაძის ინფორმაციით, ჩვენს კომპანიას დაახლოებით 1-2 წელი დასჭირდება, რომ სტარტაპიდან მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში გადავიდეს. ამისთვის მთავარი პირობაა გლობალურ ბაზრებზე გასვლა და წლიური საბრუნავი კაპიტალის მინიმუმ ნახევარ მილიონ ლარამდე გაზრდა, რის პოტენციალიც კომპანიას რეალურად გააჩნია.

''აეროპონიკა“ სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში დანერგა სოფლის მეურნეობის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი თანამედროვე სასათბურე მეურნეობა. კომპანია  პირველია ქვეყანაში, რომელსაც ერთწლოვან კულტურებთან ერთად მრავალწლოვანი კულტურებიც მოჰყავს.

ონისე ზივზივაძე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობას  გლობალურ გამოფენებზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც განიხილავს და აცხადებს, რომ მსგავსი დახმარება კომპანიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

‘’სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ყოველთვის იგრძნობოდა, თავის დროზე დიდი დახმარება გაგვიწიეს და იდეის რეალიზება სწორედ საჯარო სექტორთან მყარი თანამშრომლობის საფუძველზე მოვახერხეთ. საგადასახადო კუთხით შეღავათი კი უდიდესი შესაძლებლობაა, რაც ტექნოლოგიების დახვეწაში დაგვეხმარება. ელექტრო და მიკროჩიპების ინჟინერია საქართველოში ფაქტობრივად არ არის განვითარებული, ამიტომ ჩვენთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იგივე ტექნოლოგიებზე წვდომის გამარტივება, რისთვისაც გლობალურ გამოფენებში მონაწილეობა აუცილებელია. ველოდებით, რომ სამომავლოდ სახელმწიფოს მხრიდან ეს იდეაც იქნება მხარდაჭერილი, რაც გლობალურ ბაზრებზე წვდომას გაგვიმარტივებს“, - აცხადებს ონისე ზივზივაძე.

მისი ინფორმაციით, გლობალურ გამოფენებში მონაწილეობის თვალსაზრისით ერთ-ერთი საინტერესო ბაზარია ჩინეთი, სადაც ტექნოლოგიები მაღალ დონეზეა განვითარებული.

ცნობისთვის, "ფარმლაბი" ქართული კომპანიაა, რომლის მისიაა მოახდინოს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს ბაზარზე. 

"ფარმლაბის"  სტარტაპი ''აეროპონიკა" საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელი 2021 წელს გახდა. მეორე პროექტის  ''G3D პრინტერის'' განხორციელებისას  კი კომპანიამ ადგილობრივი ინვესტორებისგან 200 000 ლარის გრანტი მოიზიდა.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხარდაჭერას, ცნობილია, რომ საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა დაასახელა სამი ინოვაციური მიმართულება, რომელიც ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მიიღებს: ხელოვნური ინტელექტი, ფაგიო და აგროტექნოლოგიები. მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის მიერ დაინიცირდება.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით