logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

სასწავლო აპლიკაცია Wenroll - მომხმარებლები ყველაზე ხშირად პერსონალური განვითარების მასტერკლასებს უსმენენ

მომხმარებლები ყველაზე ხშირად პერსონალური განვითარების მასტერკლასებს უსმენენ - მაგალითად, თვითგანვითარებაზე, სტრესის მართვაზე და სხვა, - ამის შესახებ "ბიზსნესპარტნიორს" სასწავლო აპლიკაცია Wenroll-ის დამფუძნებელმა ნანუკა ჭავჭანიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აქტიურ გამომწერთა რიცხვი თვიდან თვემდე 20%-ით იზრდება.

"wenroll-ი არის მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის მაღალი ხარისხის მასტერკლასებს, რომელსაც დარგის წამყვანი სპეციალისტებთან ერთად ვქმნით. პროექტი თითქმის ერთი წელია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია. მათი რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. ამ ეტაპზე, 70-ზე მეტი მასტერკლასია განთავსებული პროგრამაში, რომელიც მუდმივად ახლდება, ემატება ახალი და ა.შ. მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვან სპიკერებს უსმინონ. თემატიკა არის სხვადასხვა. ეხება ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის, პერსონალის განვითარებას, პროფესიული განვითარებას, ფსიქოლოგიას, ხელოვნებას, მუსიკას, ისტორიას და ა.შ. 

ჩვენ გვაქვს გამოწერის მოდელი. მომხმარებელს შეუძლია გახდეს ჩვენი გამომწერი და 29 ლარის სანაცვლოდ ჰქონდეს წვდომა ჩვენს ყველა მასტერკლასზე. შეუძლიათ ყოველთვიური, 6-თვიანი და 1-წლიანი გამომწერები გახდნენ. ამჟამად გვაქვს საზაფხულო ფასდაკლებებიც.  ამჟამად 1200-მდე გამომწერი გვაქვს, ხოლო აპლიკაციაში დარეგისტრირებული გაცილებით მეტია. ", - აცხადებს ნანუკა ჭავჭანიძე.

ცნობისთვის, სტარტაპი Wenroll საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია. სასწავლო აპლიკაცია მომხმარებელს  სწავლის გამოცდილებას პერსონალიზირებული მასტერკლასების სახით სთავაზობს. მასტერკლასებს, ადგილობრივ ენაზე დარგის წამყვანი სპეციალისტები წარმოადგენენ.

გადაცემები

გამოგვყევით