Skillwill-ის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები - ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ძველი პროფესია და აირჩიეს ტექნოლოგიური კარიერა. ღვინის გაყიდვებიდან და ავტოსკოლის თეორიის მასწავლებლობიდან სოც მედია მენეჯერობამდე. რა გახდა ცვლილების მიზეზი და რა შესაძლებლობები გააჩინა ახალმა პროფესიამ?- პასუხები „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“. რუბრიკის შემდეგი სტუმარი ციფრული მარკეტერი ნიკოლოზ გერგედავაა.
„ჩემს საქმეში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ ვარ თავისუფალი და მაქვს კრეატიულობის გამოჩენის საშუალება. სანამ ციფრულ მხარეში გადავიდოდი, ვმუშაობდი ავტოსკოლაში თეორიის მასწავლებლად და ვმუშაობდი ღვინის კომპანიაში - გაყიდვების მენეჯერად, სადაც ხშირად ვატარებდი სხვადასხვა საღამოებს, გაცნობით შეხვედრებს ღვინის შესახებ, ასევე მიწევდა კომუნიკაცია სხვადასხვა კომპანიებთან და მომხმარებლებთან. შევამჩნიე, რომ კომპანია ვერ იქნება წარმატებული, თუ არ აქვს კარგი სოც მედია მარკეტინგი. სწორედ ამან გამოიწვია ჩემი დაინტერესება ამ სფეროთი.
ციფრული მარკეტინგი ვისწავლე Skillwill-ში, რომელმაც მომცა საკმაოდ დიდი ცოდნა, როგორც Facebook Ads Meneger-ის, ასევე Instagram-ის განხრით. შევისწავლე ბევრი სხვა დეტალიც, თუნდაც ვიზუალის აწყობის, Facebook რეკლამირებისა და სოც მედია კონტენტის შექმნის მხრივ. ლექციების გარდა, გვქონდა "ვორქშოფები", შეგვეძლო ლექტორტანაც ჩაგვენიშნა შეხვედრა და ის კონკრეტული პრობლემა, რომელიც ჩვენ იმ მონაკვეთში გვქონდა ძირეულად აღმოგვეფხვრა.
ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ ჩემი პროფესია სოც მედია მენეჯმენტს დავუკავშირე, რადგან ეს პროფესია მაძლევს საშუალებას, რომ ვიმუშაო, როგორც ოფისში, ასევე თუნდაც პარკში, კაფეში მეგობრებთან ერთად, ან თუნდაც სახლიდან შევასრულო ესა თუ ის კონკრეტული თასქი. ამასთან, პროფესია არის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და მაღალი მოთხოვნაცაა ბაზარზე და დღეს დღეობით კომპანიები ხვდებია, რომ თუ არ ჰყავთ სოც მედია მარკეტერები, ისინი ვერ განვითარდებიან და ვერ მიაღწევენ იმ სანატრელ მიზანს, რომელიც მათ კომპანიას აქვს.
ამ პროფესიას ჩემთვის ის უპირატესობა აქვს, რომ მე არა მხოლოდ საქართველოში შემიძლია ვიმუშაო, არამედ შემიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ მარკეტინგულ კომპანიაში ვიმუშაო, ან ნებისმიერ უცხოურ ფირმასთან მქონდეს კომუნიკაცია და მათ გავუწიო სოც მედია მენეჯმენტი.
სოც მედია პლატფორმების დიზაინის შექმნისთვის საჭიროა ფოტოშოპისა და ილუსტრატორის სწორად გამოყენების ცოდნა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ახალი პროფესია დამემატებინა და მესწავლა გრაფიკული დიზაინი და UX/ UI დიზაინიც. ამ შემთხვევაში უკვე საშუალება გვაქვს, რომ ყოველდღიური ლექციების გარდა, "ვორქშოფები" გვქონდეს. ასევე, Skillwill-ი შესაძლებლობას მაძლევს, რომ მოვიდე ოფისში და ლექტორტან ერთად კონკრეტული პრობლემები აღმოვფხვრა/გადავჭრა.
გრაფიკული დიზაინის შესწავლის პარალელურად, ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში გავდივარ სტაჟირებას. ეს არის ტანსაცმლის ბრენდი, რომლისთვისაც ვქმნი სხვადასხვა დიზაინს და ვმუშაობ ამ ბრენდის განვითარებისთვის.
ვთვლი, რომ მომავალშიც საკმაოდ აქტუალური იქნება ჩემი პროფესია და უფრო მეტად მოთხოვნადიც გახდება ბაზარზე, რადგან ციფრული ინდუსტრია მუდმივად ვითარდება. იმ მიღებული ცოდნით, რაც აქამდე დავაგროვე და იმ ცოდნით, რასაც ახლა ვეუფლები ვფიქრობ, რომ ციფრული სფეროს განვითარებას მომავალშიც მარტივად ავუწყობ ფეხს,"-აცხადებს გერგედავა.