logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო ბევრი სპეციალისტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვას უზრუნველჰყოფს" - ავთანდილ კასრაძე

ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო ბევრი სპეციალისტი, რომელიც უზრუნველჰყოფს ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენივე რესურსებით შევქმნით იმ ტექნოლოგიურ სიახლეებს, რომლებსაც ვიყენებთ, - ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ტიპის სიახლეების შექმნა მარტივად არ ხდება, ეს პროცესი მარტივად არ მიმდინარეობს, თუმცა საქართველოში საზოგადოების ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ უკვე ძალიან მაღალია.

„შეუძლებელია, წინასწარ შევაფასოთ ვიღაც იქნება თუ არა ძალიან მაგარი პროგრამისტი, ძალიან მაგარი ინჟინერი, თუ ა.შ. მაგალითად, სპორტზე რომ გადავთარგმნოთ, საქართველოში 60 ათასი ბავშვი დადის, მაგალითად, ფეხბურთზე. ყველა ძალიან მაგარი ფეხბურთელი ხომ ვერ გამოვა? ასეა ჩვენც შემთხვევაშიც. ვინც ჩვენს კონკურსებში მონაწილეობს, ყველა მაგარი პროგრამისტი ვერ გამოვა, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დავაინტერესოთ, იყვნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე განმარტებით, ეს არის მომავლის პროფესია, რომელსაც აქვს პერსპექტივა.

„თუ ჩვენ, ჩვენს თავზე ვიმუშავებთ, სამუშაო ადგილები იქნება იმიტომ, რომ გლობალური ტექნოლოგიური პროცესის მონაწილეები ვართ“, - განაცხადა კასრაძემ.

მისივე თქმით, გლობალური ტექნოლოგიური პროცესები მთელ მსოფლიოში ყველგან მიდის, განსაკუთრებით აშშ-ში, ჩინეთსა და ევროკავშირში. შესაბამისად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ტალანტებით იყოს კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზრებზე.

გამოგვყევით