logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

IT სექტორში დასაქმებული უცხოელებისთვის  ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად  საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცდა

მთავრობის დადგენილებით, აიტი სექტორში დასაქმებული უცხოელებისთვის  ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცდა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულმა მიგრანტმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო  სააგენტოში უნდა წარადგინოს IT  სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული ანაზღაურება წლიურად 25 000 დოლარზე ნაკლები არ არის. ამასთან,  წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით.

უფრო დეტალურად, საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ასეთია: 

ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ამ წესის 12​​​5 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით;

ვ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება;

ზ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;

თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

გამოგვყევით