Skillwill-ის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები - UI/UX დიზაინის კურსებიდან ციფრულ პროდუქტებამდე გრძელდება.
როგორ იქცა მიღებული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად, რა როლი შეასრულა დიზაინერულმა ხედვამ ახალი პროდუქტების განვითარებაში? - პასუხები „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“. რუბრიკის შემდეგი სტუმარი UI/UX დიზაინერი მარიამ მანჯავიძეა.
„ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად მიყვარს, როდესაც მომხმარებელს ვუმარტივებ გზას და ნავიგაციას აპლიკაციასა თუ სხვადასხვა პლატფორმებზე. ბავშვობიდანვე ხატვით ვიყავი გატაცებული, სახლში პატარ-პატარა ჩანაწერებს ვაკეთებდი. მერე, როდესაც უკვე სიღრმისეული ცოდნაც შევიძინე, გამოფენებიც ეწყობოდა, სადაც ჩემი ნამუშევრებიც გადიოდა, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში. მინდოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცელზე არ დარჩენილიყო და მარტო აკრილის საღებავებით არ შემესრულებინა, ამიტომაც ვეძებდი ისეთ კურსებს, რომელიც ჩემი ნამუშევრების გაციფრულებაში დამეხმარებოდა. სწორედ ამ ძიების პროცესში წავაწყდი Skillwill-ს, რომელსაც გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი, მოვხვდი 20 საუკეთესო სტუდენტს შორის და სწავლა დამიფინანსეს. ავირჩიე UI/UX-ის და გრაფიკული დიზაინის კურსი და წარმატებით დავამთავრე.
Skillwill-მა ღირებული ცოდნა მომცა იმ კუთხით, რომ ის მხოლოდ თეორიული მასალით არ შემოიფარგლებოდა, არამედ იყო სხვადასხვა პრაქტიკული დავალებებიც, ვორქშოფები, გუნდური დავალებები, ტრენერთან კომუნიკაციაც, რაც დამეხმარა იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც მიჭირდა. დამეხმარა, რომ ჩემი ბრენდინგი გამეკეთებინა და ჩემი თავი სწორად შემეფუთა, შემექმნა პირადი პორტფოლიო და სხვადასხვა პლატფორმებზე განმეთავსებინა ჩემი ნაშრომები.
ერთი პოსტით შემამჩნიეს ლინკდინზე, საიდანაც დამიკავშირდნენ და უკვე გუნდის წევრი ვარ ამერიკული სტარტაპის, როგორც ვებ დიზაინერი. ციფრული მიმართულებით მუშაობა იძლევა ისეთ ბენეფიტებს, რაზეც აქამდე არც კი დაფიქრებულხარ. არა მხოლოდ დისტანციურად, ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია მუშაობა, არამედ, რომ შევეხოთ ანაზღაურების ნაწილსაც - ანაზღაურებას იღებ იმ ქვეყნის ვალუტაში, რაც ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მომგებიანია, მეტად ხვდები შენი შრომის ფასს და უფრო ინდომებ, რომ შედეგი დადო.
სხვადასხვა გამოცდილებამ და გზამ, რომელიც ბოლო პერიოდში გამოვიარე მიბიძგა, რომ მემუშავა ჩემს პროექტზე და შემექმნა სტარტაპი. შევკარი გუნდი და ვეხმარებით სამუშაოს მაძიებლებს დამსაქმებლებთან დაკავშირებაში. ახლა მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ საიტის შენებაზე და ის გამოცდილება და ცოდნა, რაც მივიღე გრაფიკული დიზაინის თუ UI/UX-ის მიმართულებით სწორედ აქ გამომადგა. იმ კუთხით, რომ ვქმნი ბრენდინგსაც - იქნება ეს ლოგო, სლოგანი თუ ვიზუალი და ასევე მარტივ ნავიგაციასაც, რომ მომხმარებელს გაუმარტივდეს შესვლა, რეგისტრაცია და აღმოჩენა თუ რა ხდება ამ პლატფორმაზე.
დამატებით, მეგობართან ერთად გადავწყვიტე, რომ შემექმნა ციფრული სერვისი, რადგან ის არის დამწყები full stack დეველოპერი და მე გამოცდილი ვებ დიზაინერი და ბრენდინგის ნაწილშიც მცირე გამოცდილება დაგროვებული მაქვს, სტარტაპებსა თუ მცირე კომპანიებს ვთავაზობთ ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა რებრენდინგი, საიტის დამზადება, ვებ დიზაინი და სხვა.
როგორც იცით, ეს მიმართულება მუდმივად გაიცდის ზრდას და განვითარებას, ამიტომაც სამომავლოდ ვაპირებ, რომ უფრო ვებ დიზაინის მიხედვით წავიდე, ავიმაღლო კვალიფიკაცია და ასევე, არ მინდა AI ხელსაწყოებსაც ჩამოვრჩე და პარალელურად მოძიების ეტაპზე ვარ, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვო, რათა სამომავლოდ სხვას გავუზიარო ის,“ - აცხადებს მარიამ მანჯავიძე.