logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

შენი ბრენდის ჩუმი, მაგრამ ეფექტური ელჩი: აქციე კალენდარი სავიზიტო ბარათად

შენი ბრენდის ჩუმი, მაგრამ ეფექტური ელჩი: აქციე კალენდარი სავიზიტო ბარათად

1751639655

ჩვენს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, ხარისხიანი და გემოვნებით დამზადებული ბეჭდური მედია უკვე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გადაცემის წყარო. სწორი მიდგომის შემთხვევაში, ის კომპანიის იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილი და მძლავრი სარეკლამო ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.

სტამბა „სეზანი“ უკვე 30 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე კლიენტებს სრულყოფილ პოლიგრაფიულ სერვისს სთავაზობს, წიგნების ბეჭდვის სერვისიდან დაწყებული, არასტანდარტული ფორმატის ბლოკნოტებით დამთავრებული. მათ კარგად იციან რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბეჭდურ მედიას მომხმარებლის ქცევაზე. ყველაზე დაუფასებელი ეფექტური მარკეტინგული იარაღი, მათი აზრით? კალენდარი.

კალენდარი მთელი წლის განმავლობაში ეფექტურად „მუშაობს“ კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე. ის მუდმივად თვალწინ არის, მყარად ამკვიდრებს ბრენდის სახელს პოტენციური მომხმარებლისა თუ პარტნიორის ცნობიერებაში. ეფექტური დიზაინის, მაღალი ხარისხის კალენდრების დამზადება შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტრატეგიული მარკეტინგული ინვესტიცია იყოს.

სწორად ბრენდირებული კალენდარი თქვენს პარტნიორებსა თუ კლიენტებს მუდმივად შეახსენებს თავს, თან ისე რომ პრაქტიკულ სარგებელსაც მოუტანს და თავს არ მოაბეზრებს - თუ დიზაინის პროცესს სწორად მიუდგებით.

თუ ზუსტად არ იცით, რა იქნება ბრენდისთვის ეფექტური, „სეზანში“ დიზაინის კონცეფციის შემუშავებაშიც დაგეხმარებიან. პროცესი კლიენტის ხედვისა და მიზნების სიღრმისეული გაანალიზებით იწყება. გუნდი დეტალურად განიხილავს დამკვეთის სურვილებს, და შესაბამისად წარმართავს პროექტს.

კალენდრებში სრულიად პერსონალიზებულია თითოეული ელემენტი – ლოგო, ფერები, მნიშვნელოვანი თარიღები თუ ფოტოები – მარტივად დასამაზსოვრებელი ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად. მიდგომა უზრუნველყოფს, საბოლოო პროდუქტი ზუსტად ასახავდეს ბრენდს.

მრავალფეროვნება „სეზანის“ კალენდრების სერვისის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. შეგიძლიათ დაბეჭდოთ როგორც რიგითი კედლის კალენდარი, ისე კომპაქტური და ფუნქციური მაგიდის კალენდარი, და ჯიბის კალენდრები. თუ ორიგინალური ფორმატი ან არასტანდარტული ზომა გჭირდებათ, „სეზანი“ ამაშიც დაგეხმარებათ.

კალენდრების ბეჭდვა „სეზანში“ უმაღლესი ხარისხის მასალებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მიმდინარეობს. შიდა გვერდებისა თუ ყდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ოფსეტური, ისე სპეციალური ფაქტურული ქაღალდები. საბოლოო პროდუქტის მეტი ვიზუალური ეფექტურობისა და გამძლეობისთვის შეგიძლიათ დამატებით ლამინირება.

„სეზანში“ შექმნილი კორპორატიული კალენდრები ყოველთვის მიმართულია პრაქტიკული პრობლემის გადაწყვეტის პარალელურად, ბრენდის პოზიტიურად წარმოჩენაზე. თუ დიზაინის ჩანაფიქრთან შესაბამისობაში ზუსტად არ ხართ დაწმუნებული, შეგიძლიათ საცდელი ეგზემპლარიც დაამზადოთ.

„სეზანის“ მიდგომა ყველა პროექტისადმი ინდივიდუალურია, რაც განაპირობებს მაღალ ხარისხსა და კლიენტების კმაყოფილებას. ეს მიდგომა ყველა კატეგორიაზე ვრცელდება, არ აქვს მნიშვნელობა წიგნების, კალენდრების თუ  ჟურნალების ბეჭდვა გჭირდებათ - “სეზანთან” პარტინიორობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ რეალობა მაქსიმალურად ახლოს იქნება ჩანაფიქრთან და სწორად წარმოაჩენს თქვენს ბრენდს.

21-ე საუკუნეში, კალენდარი არა უბრალოდ პრაქტიკული დანიშნულების ნივთი, არამედ ეფექტური სავიზიტო ბარათი შეიძლება იყოს (სხვათა შორის, “სეზანში” სავიზიტო ბარათების დამზადებაც შეგიძლიათ). ის ყოველთვის თვალთახედვის არეაშია და, ოპტიმალური დიზაინის პირობებში, ძლიერი საიმიჯო ბერკეტიც შეიძლება იყოს. სტამბა “სეზანის” გუნდზე უკეთ ეს საქართველოში ცოტას თუ ესმის.

გამოგვყევით