logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

Spinom Digital-ი და IT ტრენინგების პიონერი - Katalysta, საქართველოში ახალ დეველოპერულ ბუთქემფს ხსნიან

Spinom Digital-ი და IT ტრენინგების პიონერი - Katalysta, საქართველოში ახალ დეველოპერულ ბუთქემფს ხსნიან

1738129980

Katalysta-ს საქართველოში IT ტრენინგის 15 წლიანი გამოცდილება შემოაქვს, რათა ქვეყნის მზარდ IT სექტორს მხარდაჭერა გაუწიოს.

Katalysta, ბულგარეთში 2009 წლიდან მოქმედი Telerik Academy-ის ბრენდის ქვეშ არსებული საერთაშორისო IT აკადემიაა. აკადემია, Spinom Digital - ადგილობრივი IT სექტორის ერთი-ერთ ლიდერ კომპანიასთან, თანამშრომლობით  ქართულ ბაზარზე შემოდის.

პარტნიორობის მიზანია, საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის სწრაფი განვითარების ფონზე, კვალიფიციურ IT პროფესიონალებზე გაჩენილი მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლების და ციფრული სისტემების სწრაფი ადაპტაციის შედეგად, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში, ტექნოლოგიური სფეროს ახალ ტალანტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. პროგნოზების მიხედვით, ქართულ  IT სექტორში ახალ კადრებზე მოთხოვნა, მომდევნო ორ წელიწადში 58%-ით გაიზრდება.

ქართულ ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილებით

15 წლის წინ დაარსებულმა აკადემიამ 3500-ზე მეტი პროფესიონალის კარიერულ  განვითარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და ბოლო 15 წლის განმავლობაში ბულგარეთის ტექნოლოგიური სექტორის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორიც გახდა. Telerik Academy-ის, ინოვაციური, 6-თვიანი ტრენინგ პროგრამა – Alpha, პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებით, ახალბედებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში წარმატებული კარიერის დაწყებაში ეხმარება. ახლა, Katalysta-ს ბრენდის ქვეშ და Spinom Digital-თან პარტნიორობით, გამოცდილი მოდელი საქართველოში ინერგება და ქართველ სტუდენტებს  მაღალი დონის IT უნარების შეძენის შესაძლებლობას აძლევს. ამის პარალელურად კი ადგილობრივ ტექნოლოგიურ სექტორს მოთხოვნის შევსებაში დაეხმარება.

„ქართული ბაზრის ათვისება ჩვენი მისიის ბუნებრივი გაგრძელებაა, გავზარდოთ გავლენა ბულგარეთის საზღვრებს გარეთ და გავხდეთ ზრდის, ინოვაციების და დადებითი ცვლილებების კატალიზატორი,“ -  განაცხადა Katalysta-ს გენერალურმა დირექტორმა - ალექსანდრა მეჩკოვამ. „საქართველო თავისი მზარდი IT სექტორით და ტექნოლოგიური პოტენციალით იდეალური ადგილია Katalysta-ს, მსოფლიო დონის, 6-თვიანი, Alpha პროგრამების გასაშვებად. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ Spinom Digital-თან თანამშრომლობით და საქართველოს IT ეკოსისტემის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანის პერსპექტივით.“

უნიკალური Alpha ტრენინგი

Katalysta-ს წამყვანი 6-თვიანი Alpha პროგრამა (880+ სასწავლო საათით) ინტენსიური ტრენინგია, რომელიც შექმნილია IT ინდუსტრიაში წარმატებისთვის საჭირო უნარების შესაძენად. პროგრამა მათ შორის მათთვისაც არის , ვისაც ამ მიმართულებით წინასწარი გამოცდილება არ აქვს. ჰოლისტური მიდგომებით, მაღალი დონის ტექნიკური ტრენინგის, პიროვნული უნარების განვითარებისა და კარიერული გამოწვევებისათვის წინასწარი მომზადების შერწყმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, Alpha-ს კურსდამთავრებულთა 90%-ზე მეტი წარმატებით დასაქმდა IT სექტორში. პროგრამის დასრულების შემდეგ ჩვენი კურსდამთავრებულები აღჭურვილი არიან ტექნიკური უნარ-ჩვევებით და ამასთან ერთად ფსიქოლოგიურადაც მზად არიან ახალ გარემოში წარმატების მისაღწევად.

Alpha-ს სწავლების განსაკუთრებული მახასიათებელი მისი შერეული ფორმატია.  სტუდენტებს, წინასწარ ჩაწერილ, სასწავლო ვიდეო მასალაზე მიუწვდებათ ხელი, რაც პირდაპირი სესიების დროს საშუალებას გვაძლევს აქცენტი გავამახვილოთ სწავლების მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან, ასპექტზე - პრაქტიკულ დავალებებზე, გუნდურ მუშაობაზე და სამუშაოს დროს წარმოშობილი პრობლემების მოგვარებაზე. აღნიშნული მიდგომა ზრდის სტუდენტების ჩართულობას და ამზადებს მათ ახალი გამოწვევებისთვის. რეალური სამუშაო გარემოს გაცნობის და მასთან ადაპტაციის შედეგად.

ტექნიკური ცოდნის გარდა, Alpha, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების პიროვნული ე.წ. “რბილი” უნარების განვითარებას, როგორიცაა გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია და ემოციური ინტელექტი - თვისებები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე სამუშაო გარემოში. მონაწილეები სარგებლობენ პერსონალიზებული მენტორობით და პროფესიონალებისაგან შემდგარი გუნდის მხარდაჭერით. სწავლების დასრულების შემდეგ ჩვენი კურსდამთავრებულები ავტომატურად ხდებიან Alpha-ს “კარიერული მხარდაჭერის” პროგრამის მონაწილეები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მენტორები 6 თვის განმავლობაში ეხმარებიან და რჩევებს აძლევენ მათ. მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს პორტფოლიოსა და რეზიუმეს მომზადებას, გასაუბრების უნარების განვითარებას, ახალი სამსახურის ძიებასა და მუშაობის პირველ თვეებში გაწეულ დახმარებას. აღნიშნული მიდგომები საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად მოვამზადოთ ჩვენი სტუდენტები და დავრწმუნდეთ, რომ მათი ახალ როლში საქმიანობა წარმატებული და შედეგიანი იქნება.

2025 წლის გეგმები

პირველი კურსი საქართველოში მიზნად ისახავს უმცროსი Java დეველოპერების მომზადებას. Katalysta-ს ბულგარული პროგრამების წარმატების განმეორების მიზნით, საწყისი ტრენინგი ინგლისურ ენაზე ჩატარდება, Telerik Academy-ს გამოცდილი გუნდის მიერ.

პარალელურად ქართველი ინსტრუქტორები გაივლიან უმაღლესი დონის მომზადების კურსს, შეიძენენ სწორი სწავლებისათვის აუცილებელ გამოცდილებას და უნარებს, რაც მეორე ეტაპზე ჩვენი პროგრამის დამოუკიდებლად სწავლების საშუალებას მოგვცემს. აკადემიის მიზანი 2025 წლის ბოლოსთვის ქართულ ბაზარზე სრულად დამოუკიდებელად ოპერირებაა.

“პროგრამირების საფუძვლების” უფასო კურსი და Java პროგრამაზე რეგისტრაცია

მათთვის ვისაც პროგრამირების მიმართულებით ძალიან მცირე ან ნულოვანი გამოცდილება აქვთ სპეციალური კურსი შევიმუშავეთ - “პროგრამირების საფუძვლების” კურსი სრულიად უფასოა და მოიცავს თვით-მომზადებისათვის აუცილებელ მასალებსა და ჩვენი მენტორების მიერ ორგანიზებულ 7  ონლაინ სესიას. კურსის მიზანია ახალბედებს გააცნოს პროგრამირების საფუძვლები, დაეხმაროს მათ Java-ს პროგრამაზე მისაღები გამოცდებისათვის მომზადებაში. კურსის დახმარებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს პროგრამირებაზე და გადაწყვიტოს თუ რამდენად შეესაბამება ეს პროფესია და IT სექტორი მათ მოლოდინებს. კურსზე რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

პირველი Alpha Java ტრენინგისთვის რეგისტრაცია უკვე გახსნილია. განაცხადის ბოლო ვადა: 2025 წლის 13 აპრილია. უშუალოდ სწავლების პროცესი მაისის შუა რიცხვებში დაიწყება.

პროგრამის და ვადების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გევრდს

საქართველოს IT სექტორის მხარდაჭერა

საქართველო რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციას იმყარებს, ამ მხრივ Katalysta-ს ბაზარზე შემოსვლა ქვეყნის ციფრული სექტორის მზარდ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ადგილობრივ პროფესიონალებს ახლა უკვე წვდომა აქვთ მსოფლიო დონის სწავლებისა და განვითარების სტანდარტებთან, რაც მათ საშუალებას მისცემს კონკურენცია გაწიონ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

„ჩვენ გვჯერა, რომ მაღალი დონის IT სწავლების უზრუნველყოფით, შეგვიძლია მოვამზადოთ IT ლიდერთა შემდეგი თაობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ," - თქვა გიორგი ტურაშვილმა, Spinom Digital - გენერალური დირექტორი. „ჩვენი პარტნიორობა Katalysta-სთან პირდაპირ გაუმკლავდება უნარ-ჩვევებში არსებულ დეფიციტს და დაეხმარება დააკმაყოფილოს IT სპეციალისტებზე მზარდი მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზრებზე."

Katalysta-ს შესახებ

Katalysta ბულგარეთში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული IT სასწავლო ორგანიზაცია. 15 წლიანი გამოცდილების, სწავლების, განსხვავებული, ფართოდ აღიარებული მეთოდებისა და სტუდენტებზე ზრუნვის შედეგად აკადემიამ არა-ერთი შთამბეჭდავი შედეგის მიღწევა შეძლო - კურსდამთავრებულთა 90%-ზე მეტი, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს, პროგრამების დასრულების შემდეგ წარმატებით აგრძელებს კარიერულ განვითარებას ლოკალურ და საერთაშორისო წამყვან კომპანიებში. Katalysta ცნობილია წარმატებული ბიზნესებისაგან შემდგარი პარტნიორული ქსელით და იმ ნდობით, რომლითაც აკადემია პარტნიორ კომპანიებში სარგებლობს. მსგავსი ქსელი ერთის მხრივ აკადემიის კურსდამთავრებულებს ახალი პოზიციების სწრაფ მოძიებაში ეხმარება, ხოლო მეორეს მხრივ კომპანიებს უმარტივებს ახალი, ნიჭიერი და გამოცდილი კადრების შერჩევის პროცესს.  ამჟამად Katalysta-ს გლობალური თემი 160.000 პროფესიონალს ითვლის.

კომპანიამ უკანასკნელ წლებში, წლიური შემოსავლის 30%-იანი ზრდა აჩვენა, რაც განპირობებულია ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამების გაფართოებული პორტფელით. ბიზნეს მოდელმა და სასწავლო პროგრამამ Katalysta-ს ფართო აღიარება მოუტანა, მათ შორის ისეთი პრესტიჟული ჯილდოების მიღებით, როგორიცაა “წლის კომპანია” და “წლის დამსაქმებელი”.

2023 წელს კატალისტა დაიკავა ადგილი ბულგარეთის ყველაზე მომგებიანი და სწრაფად მზარდი IT კომპანიების ტოპ 30-ში, Digitalk101-ის, Capital-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური რეიტინგის, მიხედვით.

Spinom Digital-ის შესახებ

კომპანია წლების განმავლობაში ერთი-ერთი ლიდერია ქართულ IT სექტორში და ამ პერიოდის მანძილზე არა-ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. ჩვენი გამოცდილი გუნდი და სამუშაოს მაღალი სტანდარტები საშუალებას გვაძლევს ყველაზე რთულ პროექტებსაც შევეჭიდოთ და პროდუქტის მთელი სასიცოცხლო ციკლი წარმატებით გავიაროთ.

მოხარულები ვართ რომ შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი ქვეყნისათვის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებაში, როგორიც IT სექტორია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ. Მზად ვართ ვუპასუხოთ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და დავეხმაროთ ყველას ვისაც საკუთარი ძალების გამოცდა IT-ის მიმართულებით სურს.

გამოგვყევით