logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიუხედავად, ტურისტული ნაკადი მზარდია" - "კოტეჯები ბაკურიანი"

"კოტეჯები ბაკურიანის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, მედეა მანდარიას ინფორმაციით, ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიუხედავად, ტურისტული ნაკადი მზარდია და ვიზიტორებს გარკვეული სახის დისკომფორტი არ ექმნებათ.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" 15-მდე კოტეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, აღნიშნავს, დაბაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე მალე დასრულდება, ხოლო სტუმრები აღნიშნული მიმართულებით ნეგატიურ განწყობას არ გამოხატავენ.

მისივე თქმით, ამჟამად, როგორც წინა წლებში ტურისტების მთავარი გამოწვევა კვების ობიექტებში არსებული მაღალი ფასებია.

"ზოგად, ჭრილში, რომ გესაუბროთ, ბაკურიანი ყოველწლიურად ვითარდება. სხვადასხვა, ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს - ბიატლონის ახალი ტრასა უკვე გვაქვს, დაბაში თანამედროვე, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ჩემი აზრით, ბაკურიანს ძალიან სჭირდება. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წლის წინ ბაკურიანი სულ სხვანაირი იყო, ახლა ბევრად განვითარებულია, იმედია, 5 წლის შემდეგ კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ. დაბაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორების რიცხვი გაიზრდება. ამასთან, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მთავრობის მხრიდან უცხოეთის მიმართულებით, მკვეთრი მარკეტინგული ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, კერძო ბიზნესიც უფრო აქტიურად უნდა იყოს. უცხოურ ბაზარზე ხშირად უნდა გამოვჩნდეთ, მით უმეტეს ბაკურიანს ამის შესაძლებლობა აქვს.

ზოგადად, ბაკურიანში ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, განვითარება რომ არ მიმდინარეობდეს, ცხადია, ტურისტების რაოდენობა შემცირდებოდა. 

გამოწვევების მიმართულებით, რომ გესაუბროთ ზამთარში დიდთოვლობის გამო, გზების პრობლემა გვქონდა, გადაადგილება ფერხდებოდა, რაც ყველასთვის პრობლემატური საკითხია. მოგეხსენებათ, ტურისტულ დიდ სეგმენტთან მაქვს ხშირი ურთიერთობა, ვიზიტორები გამოწვევების და პრობლემების შესახებ ნაკლებად საუბრობენ. პირიქით, ბაკურიანი ძალიან მოსწონთ და ყოველწლიურად უკან ბრუნდებიან. ერთადერთი რაც აწუხებთ ფასებია, ხშირად ამბობენ, რომ პროდუქტები, სხვადასხვა, კვების ობიექტებში მომსახურების მიღება ძალიან მაღალია", - აღნიშნავს მედეა მანდარია.

"კოტეჯები ბაკურიანის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი უშუალოდ კოტეჯების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ევროპელი სტუმრები ფაქტობრივად აღარ ჰყავთ, ხოლო უცხოელი ვიზიტორებიდან ირანელი მომხმარებლები აქტიურობენ.

"ამჟამად, კოტეჯების 70% დაჯავშნილია, წინასწარი ჯავშნებიც გვაქვს, მაგალითად, აგვისტოს თვის 60% დაკავებულია. ვიზიტორები ძირითად ნაწილს, დაახლოებით 90%-ს  ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს, ხოლო 10% უცხოელებზე მოდის, სადაც 9% ირანელ ვიზიტორებს უკავია. 

ახლა, მოთხოვნა პატარა, სტუდიოს ტიპის კოტეჯზეა, ზაფხულის პერიოდიდან გამომდინარე. ზამთარში კი, სიტუაცია იცვლება - მომხმარებლები უპირატესობას დიდ კოტეჯებს ანიჭებენ", - აცხადებს კოტეჯების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ცნობისთვის, "კოტეჯები ბაკურიანი" ჯამში - 15 ობიექტს მოიცავს, რომელსაც სხვადასხვა, მფლობელი ჰყავს. ყველაზე დიდი კოტეჯი 6 საძინებლისგან შედგება, ხოლო ყველაზე პატარა ერთ მოსასვენებელ ოთახს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაკურიანში ვიზიტისას ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ, 24 ივლისს განაცხადა, რომ დაბა საერთაშორისო დონის კურორტი უნდა გახდეს

ამჟამად, ბაკურიანში თანამედროვე, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის, ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის, ახალი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

 

გამოგვყევით