საქართველოში წარადგინეს ინიციატივა „გაიცანით დილიჟანი“,რომელიც დილიჟანს ტურისტული დანიშნულების საკვანძო ადგილად ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი Green Rock Foundation-ი ავრცელებს.
"საქართველოს დედაქალაქში, თბილისში,მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში,“ტურიზმის სტანდარტების“ მე-7-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.კოფერენცია 2020 წლიდან,ყოველ წელს იმართება.ეს მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სპეციელისტებს აერთიანებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ტურისტულ სტანდარტებსა და რეგულაციებს წარმოადგენენ. გარდა ამისა,კონფერენცია ქსელური ურთიერთობებისა და მრავალფეროვანი თანამშრომლობის შექმნის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.
სომხეთი პირველად მონაწილეობდა ამ კონფერენციაში და მას Green Rock Management Company და Green Rock Foundation წარმოადგენდა.
ინიციატივა „გაიცანი დილიჟანი“ცალკე ღონისძიების სახითაც იყო წარმოდგენილი საქართველოში.ღონისძიებას ესწრებოდნენ:სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში,სომხეთის ტურიზმის კომიტეტი,საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია(GNTA) და საქართველოს ტურიზმის ასოციაცია(GTA).
ღონისძიების ფარგლებში,ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს Green Rock Foundation-სა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას (GTA) შორის.
„გაიცანი დილიჟანი“ ინიციატივის მიზანია, წარმოაჩინოს დილიჟანის, როგორც წამყვანი ტურისტული ადგილის, უნიკალური მიმზიდველობა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. პლატფორმა უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და რესურსებს, რაც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, სიღრმისეულად აღმოაჩინონ ქალაქი - მისი ბუნება, მდიდარი კულტურა, სამზარეულო და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.ძირითადი მიზანია,საქართველოს ბაზარზე დილიჟანის ცნობადობის გაზრდა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
“ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის გულში, ვისაუბრო დილიჟანზე,ულამაზეს ქალაქზე. დილიჟანი სომხეთის ერთ ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად განვითარებადი ქალაქია,რომელიც მდებარეობს თბილისსა და ერევანს შორის.საბჭოთა პერიოდში,ის ცნობილი იყო თავისი სამკურნალო კურორტებით,შემდეგ კი მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად იქცა.ძალიან გვიხარია,რომ დილიჟანი საკმაოდ პოლულარულია ქართველ ტურისტებს შორის და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება“-თქვა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში,აშოტ სმბატიანმა,ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„სომხეთი ჩვენი კომბინირებული ტურების მთავარი დანიშნულების ადგილი ხდება და იმედი მაქვს,დღევანდელი პრეზენტაცია ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს წარმოშობს.ამ ერთობლივი პროდუქტის ჩაშვება ჩვენ მზარდ სიძლიერესა და რეგიონული თანამშრომლობისადმი ერთგულებაზე მიუთითებს.დარწმუნებული ვარ,რომ Green Rock-თან ჩვენი ახალი პარტნიორობა წარმატებული იქნება.ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და მოუთმენლად ველი იმას,რასაც ერთად მივაღწევთ“-საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თამჯდომარე-ნატალია კვაჭანტირაძე.
„დილიჯანის ამ საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა არა მხოლოდ ქალაქის ტურისტული და კულტურული პოტენციალის წარმოსაჩენად, არამედ სომხეთის პოზიციის გასაძლიერებლადაც,რეგიონულ ტურისტულ რუკაზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დილიჟანს შეუძლია გახდეს ხიდი სომხეთისა და საქართველოს ტურისტულ ბაზრებს შორის,თავისი ხელსაყრელი ლოჯისტიკის, ახლო გეოგრაფიული მდებარეობისა და მოკლევადიანი მოგზაურობების ხელმისაწვდომობის წყალობით. გარდა ამისა, დილიჟანს აქვს დიდი პოტენციალი კომბინირებული რეგიონული ტურებისთვის, რაც მიმზიდველია საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, რომლებსაც სურთ ერთ მოგზაურობაში შეათავსონ სომხეთი და საქართველო. ამ კონფერენციაში მონაწილეობა ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა და შესაძლებლობაც იმის საჩვენებლად, რომ სომხეთი მზადაა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ახალ დონეზე წარსდგეს“, - აღნიშნა Green Rock Foundation-ის ხელმძღვანელმა, კატია ბრედიხინამ.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლუსინე გევორგიანმა, თავის გამოსვლაში,ხაზი გაუსვა, რომ დილიჟანში,ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება. მისი თქმით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დილიჟანი რეგიონის მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა. გევორგიანმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ტურისტები დილიჟანს სრულიად ახალი პერსპექტივიდან აღმოაჩენენ.
ღონისძიების მონაწილეები ასევე გაეცნენ დილიჟანის მდიდარ ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ პოტენციალს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო HoReCa სექტორს (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები), რადგან, სავარაუდოდ, სწორედ ეს სექტორი იქნება საქართველოდან ტურისტული ნაკადის ზრდის მთავარი მიზეზი.
„Green Rock“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კატერინა დანეკინამ, დილიჟანში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე ისაუბრა. ეს იქნება სომხეთის უდიდესი დასასვენებელი და გასართობი ცენტრი, რომელიც ქალაქის გულში განთავსდება.ეს პროექტი ახალ ბიძგს მისცემს მთელი რეგიონის განვითარებას და გახდება ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელი ადგილი და ახალი,მიმზიდველი წერტილი სომხეთის რუკაზე,უცხოელი ტურისტებისთვის. გარდა ამისა, მან წარადგინა „აგურის სახლი“-ახალი გასართობი ცენტრი ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის.
ფონდის საქმიანობაზე საუბრისას, „Green Rock“-ის ფონდის ხელმძღვანელმა, კატია ბრედიხინამ, აღნიშნა, რომ დილიჟანში სულ ახლახანს გაიხსნა სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სკოლა „აპისიუს არმენია“. მან ასევე ისაუბრა ფონდის სხვა პროექტებზე, მათ შორის: „მწვანე ტაქსის“ ეკო-სერვისზე, რეგიონული ტურიზმის ფორუმზე და დილიჟანის სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქციის პროექტზე.
ღონისძიების ფარგლებში,ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელიც ფოკუსირებული იყო რეგიონული განვითარების შესაძლებლობებზე,განსაკუთრებით,ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში.სესიამ,რომლის მოდერატორიც იყო გაიანე „გაიცანით დილიჟანიდან“,შეკრიბა ბიზნესისა და სტუმართმასპინძლობის წამყვანი წარმომადგენლები, მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ხედვებისა და სტრატეგიების გასაზიარებლად.
პანელის საპატიო მონაწილეებს შორის იყვნენ:გურამ ავალიანი-BTL Georgiaს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი; სებასტიან ვინსენტი-Pullman Tbilisi Axis Towers-ის გენერალური მენეჯერი; დებორა სივერსტენი-Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ის გენერალური მენეჯერი; თამარ ახალბედაშვილი-Museum Hotel Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი და ირმა კოდუა-Grata Dmc-ის ხელმძღვანელი.
მათი ერთობლივი შეფასებით განისაზღვრა რეგიონის,როგორც ინვესტიციებისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანი ლოკაციის პოზიციონირების პერსპექტივები,"-აღნიშნულია ფონდი Green Rock Foundation-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.