logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

წინასწარი ჯავშნების გარკვეული ნაწილი უკვე 2026 წელსაც მოიცავს - სასტუმრო "ბოდბე"

სიღნაღში მდებარე სასტუმრო "ბოდბეს" მარკეტინგის ხელმძღვანელის ქეთი ბახტურიძის განცხადებით, სასტუმროში სტუმრების სეგმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და წინასწარი ჯავშნების გარკვეული ნაწილი უკვე 2026 წელსაც მოიცავს.

მისივე ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტში გასულ სეზონებზეც საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო და ზაფხულის მოსვლასთან ერთად, ეს აქტივობა კიდევ უფრო გაიზარდა.

"ზაფხულის პერიოდში უფრო მეტად ადგილობრივი ვიზიტორების ნაკადმა იმატა. შესაბამისად, ჩვენი სასტუმრო როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრების მხრიდან აქტიურად იჯავშნება. გვყავს სტუმრები ევროპიდან, ასევე, საკმაოდ ბევრი სტუმარია აზიური ქვეყნებიდან, ისევე როგორც, ყოფილი საბჭოთა კავშირის  ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს საფასო კატეგორიიდან გამომდინარე, სტუმრების ძირითადი ნაწილი საშუალოზე მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტს განეკუთვნება. რა თქმა უნდა, უკვე გვაქვს წინასწარი ჯავშნები როგორც უცხოელი, ისე ქართველი სტუმრებისგან", - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

კითხვაზე - "სასტუმროს მაღალმხარჯველუნარიანი მომხმარებლები სტუმრობენ, თუ შედარებით დაბალმხარჯველუნარიანი?" - "ბოდბეს" მარკეტინგის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მათი საფასო კატეგორიიდან გამომდინარე, სტუმრების ძირითადი ნაწილი საშუალოზე მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტს განეკუთვნება.

მისივე ცნობით, სასტუმრო "ბოდბეს" ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება MICE ტურიზმია და მათ სეგმენტში ეს მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

"სასტუმრო "ბოდბე” თავისი ინფრასტრუქტურით, კონვერტირებადი ღონისძიებების სივრცითა და F&B აუთლეთების მრავალფეროვნებით იდეალურ შესაძლებლობებს ქმნის კორპორატიული ჯგუფების მისაღებად", - აღნიშნა სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს -  უახლოეს პერიოდში სასტუმროს ტერიტორიაზე დაემატება: "პიცა ბარი" ღია აუზის სივრცეში პადელის მოედანი და ახალი რესტორანი.

"პადელის მოედანი ჩვენს სტუმრებს ახალ სპორტულ აქტივობას შესთავაზებს. რაც შეეხება ახალ რესტორანს - ეს  მთლიანად კახურ ტრადიციულ სამზარეულოს დაეთმობა და სასტუმროს ძირითადი შენობისგან დამოუკიდებელ სივრცეში განთავსდება", - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

ცნობისთვის, სასტუმრო "ბოდბე" არის ახალი ქართული ბრენდის, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე  სასტუმრო, რომელიც სიღნაღში მდებარეობს და განსაკუთრებული მდებარეობით გამოირჩევა. სასტუმროს  თითოეული წერტილიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება ალაზნის ველზე, კავკასიონზე და თავად ქალაქ სიღნაღზე.

სატუმროში წარმოდგენილია 5 კატეგორიის 132 ოთახი, განსხვავებული კონცეფციის ბარები და რესტორნები, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სამზარეულოთი. გარდა ამისა, ღიონისძიებების მასშტაბური, კონვერტირებადი სივრცე, სპა და ველნეს ცენტრი საპროცედურო ოთახებით და შიდა და გაურე აუზით. სასტუმროში ამ ეტაპზე დასაქმებულია 250-მდე ადამიანი და მათი უმრავლესობა ადგილობრივი კარდია.

გამოგვყევით