logo
Loading data...

უცხოელი ტურისტების სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა

უცხოელი ტურისტების სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა

1718280660

საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება 2026 წლის პირველ იანვრამდე გადავადდა, შესაბამის კანონში ცვლილებას  პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილება ითვალისწინებს საქართველოში შემომსვლელი ტურისტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის თაობაზე მოქმედ კანონში არსებული მუხლის ამოქმედების ვადის გადაწევას 2026 წლის 1 იანვრამდე ნაცვლად 2024 წლის 1 ივნისისა.

" ახალი რეგულაციების დანერგვა და ამოქმედება საჭიროებს მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს, მათ შორის კერძო სექტორის, ასევე, უცხო ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების სათანადო ინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიების წარმოებას და სხვა შესაბამისი სახის ღონისძიებების გატარებას, რაც ეფექტიანად დაეხმარება სექტორს აღნიშნულ ცვლილებებთან ადაპტირების პროცესში. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დადგენილების შემუშავების პროცესში გამოიკვეთა, რომ კერძო სექტორი ადაპტირებისთვის დამატებით ვადებს საჭიროებს და ამ ეტაპისთვის მოსალოდნელ ცვლილებებს მომზადებული ვერ ხვდება. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა აღნიშნული ცვლილების განხორციელება,"-აღნიშნულია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ქვეყანაში სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით კიდევ ერთი რეგულაცია მოქმედებს,  რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეხება. კერძოდ,  15 იანვრიდან ძალაში შევიდა სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა მიხედვით, დაზღვევის მომსახურების ლიმიტები გაიზარდა. ცვლილების მიზეზად დასახელდა ის, რომ ამ სეგმენტში სადაზღვევო სექტორის შეთავაზებები ბოლომდე ადეკვატური არ იყო და სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას, სათანადო ანაზღაურება ვერ ხდებოდა. 

სოფო ქსოვრელი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით