logo
Loading data...

"განსახორციელებელი რესურსი, რომელიც კადრის გადამზადებაში უნდა ჩაიდოს, ფაქტობრივად არ არის"

"განსახორციელებელი რესურსი, რომელიც კადრის გადამზადებაში უნდა ჩაიდოს, ფაქტობრივად არ არის"

1700578800

სამშენებლო სექტორი კვლავ კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს" ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა საბახტარიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში კადრების როგორც სექტორიდან, ასევე ქვეყნიდან გადინება აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გამოწვევაა კადრების კვალიფიციურობაც, რის გამოც კომპანიები იძულებულები ხდებიან კადრები თავადვე გადაამზადონ.

"რეფორმა, რომელიც პროფესიული განათლების მიმართულებით ხორციელდება, რომლის თანახმად, კერძო სექტორს პასუხისმგებლობა ეკისრება კადრი თავადვე მოამზადოს, ვფიქრობ, რომ სწორია. ვინაიდან, მათ უკეთ იციან, როგორი კადრი სჭირდებათ. 

თუმცა, განსახორციელებელი რესურსი, რომელიც კადრის გადამზადებაში უნდა ჩაიდოს, ფაქტობრივად არ არის. ეს რესურსი დამატებითი რისკების დაზღვევაზე, არაპროგნოზირებადი მომავალზე, კრიზისებიდან გამოსვლასა და სხვა კომპონენტებზე ნაწილდება,"-აცხადებს საბახტარიშვილი.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ქვეყანაში სულ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი კომპანიაა, რომელსაც კადრების მომზადებაში დამატებითი რესურსის გამოყოფა შეუძლია.

ნინი გიგიშვილი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით