logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

პრემიერ-მინისტრმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

1758725099

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.

პრემიერი სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ამ დროისთვის საეპისკოპოსო სასახლის სატრაპეზოს შიდა სივრცისა და ფეიქარ-ხანის სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში ტაძრის გუმბათზე აღიმართა დიდი თითბრის ჯვარი, შესრულდა წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათის გადახურვის სამუშაოები.

აღდგა საეპისკოპოსო სასახლისა და ტაძრის დასავლეთ მინაშენის სახურავი. ასევე სრულად განახლდა სიძველეთა საცავის სახურავი.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გამოგვყევით