კომპანია Majestic Jewels NY-ი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ბრილიანტების და ძვირფასი ნივთების რეალიზაციას ახორციელებს, ზაფხულის სეზონის მიუხედავად, ყოველთვიურად ორციფრიან ზრდას ინარჩუნებს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიაში აღნიშნავენ, გაყიდვების რაოდენობის ზრდა კმაყოფილ მომხმარებელს და უნიკალურ პროდუქციას უკავშირდება.
"კომპანიის მთავარი საქმიანობაა ბრილიანტის და ლაბორატორიული ბრილიანტის ქვებით ძვირფასეულობა დაამზადოს. სამკაულის დამზადება ნიუ-იორკში ხდება. მაღაზიაში ოქროს ყველა სინჯი და ფერი გვაქვს, სივრცეში ძვირფასი ლითონის სამკაულების მრავალფეროვანი არჩევანია. ყველა ტიპის ბრილიანტი სერტიფიცირებულია IGI/GIA სტანდარტით, ანუ ნებისმიერ ძვირადღირებულ ქვას საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი აქვს.
გაყიდვების რაოდენობის შესახებ ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, მაგრამ რომ წარმოიდგინოთ: ყოველთვიურად 2-ჯერ უფრო სწრაფად ვიზრდებით. მომხმარებლებმა ინფორმაცია ჩვენს შესახებ ოპერატიულად გაიგეს. პირველივე თვის ბოლოდან დიდი დატვირთვით ვმუშაობთ. დღეს უკვე წინასწარ კონსულტაციის დაჯავშნა და გაყიდვების ასისტენტთან გასაუბრების ჩანიშვნა შესაძლებელია. ლაბორატორიული ბრილიანტი ადგილობრივ ბაზარზე ფაქტობრივად არ არის, შესაბამისად, მყიდველების ხშირია კითხვა: პროდუქცია ნამდვილია?! მაღაზიის კონცეფცია ადგილობრივ ბაზარს მოეწონა და ბიზნესი კარგად მუშაობს, შესაბამისად, ტემპიც მაღალია, ფაქტობრივად კონკურენტი არ გვყავს", - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
Majestic Jewels NY-ში ხაზს უსვამენ, რომ კომპანიის მთავარი ხაზი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდებია.
"მომხმარებლების უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა, რადგან აქ ვოპერირებთ, თუმცა საქართველოში მცხოვრები უცხოელებიც გვსტუმრობენ. ჩვენი მთავარი მიმართულება ნიშნობის ბეჭდებია, შესაბამისად, ჩვენი პროდუქტი ცხოვრების განსაკუთრებულ მომენტში ყველას სჭირდება. ფასების დიაპაზონს რაც შეეხება, მაგალითად - ნიშნობის ბეჭედი, სადღაც 16 000 ლარიდან იწყება, ლაბორატორიული ბრილიანტის შემთხვევაში კი, ფასი დაბლა იწევს", - აცხადებს მაღაზიის წარმომადგენელი.
კომპანიაში გაფართოების შესახებაც საუბრობენ და ხაზს უსვამენ, რომ მომავალ წელს ახალი ფილიალის გახსნას, პირველ რიგში, ადგილობრივ ბაზარზე აპირებენ.
"ასორტიმენტის გაზრდას, რაც შეეხება ყოველკვირეულად ვცდილობთ, რომ მომხმარებლებს ახალი ნივთები შევთავაზოთ. ზოგად ჭრილში, საინვესტიციო ღირებულებას, რაც შეეხება ვერ დავაკონკრეტებ, რადგან აღნიშნულზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.
გაფართოებას რაც შეეხება, პირველ რიგში, საქართველოს მასშტაბით, შემდეგ კი უცხოეთში გასვლას ვაპირებთ, თუმცა აღნიშნული სამომავლო პერსპექტივაა", - აცხადებენ Majestic Jewels NY-ში.
ცნობისთვის, კომპანია Majestic Jewels NY-ი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ბრილიანტების და ძვირფასი ნივთების რეალიზაციას ახდენს, ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე თვეა, თბილისში ოპერირებს. მაღაზია პროდუქციას აშშ-ში ამზადებს.