logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Outlet village 26 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება

თბილისის ცენტრიდან 30 წთ-ის გზაზე, საქართველოში პირველი Outlet village 26 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" სივრცის თანადამფუძნებელი გიორგი გიორგაძე აღნიშნავს, საქართველოში აღნიშნული ობიექტის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილი, ხარისხიანი ბრენდების ხელმისაწვდომობა შესაძლებელი იქნება.

"მოლოდინი Outlet village-ის გახსნის შემდეგ ძალიან დიდი გვაქვს. ესაა დასავლეთში უკვე გამოცდილი და საქართველოში ახალი სტანდარტი. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე წარმოდგენილი ისეთი ბრენდი, მაგალითად, როგორიცაა, Adolfo Dominguez-ი (გავლენიანი ესპანელი დიზაინერი) სხვა ბრენდებს კი, სიურპრიზად დავტოვებ.

ასევე წარმოდგენილი იქნება მაღაზიები, რომლებიც მომხმარებლებისთვის უკვე ნაცნობია. Outlet-ის ფორმატის საერთაშორისო სტანდარტი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მთელი წლის განმავლობაში 30%-ზე მეტი ფასდაკლებები იყოს. ამასთან, Outlet-ის გუნდი, სხვადასხვა, ფესტივალს, აქციას გეგმავს. ჩვენს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები დახვდებათ, რომლის ფარგლებშიც კარგი პირობებით ისარგებლებენ.

Outlet village-ის მთავარი მიზანია, რომ მომხმარებლებმა "შოპინგის" გამოცდილება მიიღონ. ამასთან, წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი 50 ბრენდი გვექნება", - აცხადებს Outlet village-ის თანადამფუძნებელი.

გიორგი გიორგაძე უშუალოდ, კონკურენციის მიმართულებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, ადგილობრივ ბაზარზე ბევრი ახალი მოლი ჩნდება, მაგრამ Outlet village-სა და აღნიშნულ ობიექტებს შორის გარკვეული სახის თანამშრომლობაა.

"ბრენდებიც დაინტერესებული იყო, რომ საქართველოში აღნიშნული კონცეფცია გახსნილიყო, ჩვენ კი, დარგის განვითარებას ხელი შევუწყვეტთ. სივრცის მომხმარებლები ასევე შეიძლება იყოს, მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები, მოკლედ, ტურისტები.

ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ცალკე დაიწყებს ფუნქციონირებას, ასე რომ აღნიშნული მიმართულებით, პრობლემა არ იქნება", - აღნიშნავს გიორგი გიორგაძე.

ცნობისთვის, Tbilisi outlet village თბილისის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე  მდებარეობს, სივრცის ფართობი 12,500 მ²-ია. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია პარკინგი 1700 მანქანაზე.

გამოგვყევით