logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1758706673

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და  რუმინეთის მარეგულირებელი ორგანოს პრეზიდენტმა, ჯორჯ ნიკოლესკუმ.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის რეგულირების საკითხებზე გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, რაზეც პერიოდულად ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს.

გარდა ამისა, მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების შესახებ, რომელიც ეფუძნება კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს. ასევე, მხარეები ითანამშრომლებენ ენერგეტიკულ სისტემაში განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის საკითხებზე.

შეთანხმების შესაბამისად, მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას, გაცვლიან ინფორმაციასა და გამოცდილებას რეგულირებადი ბაზრის ოპერატორების ლიცენზირებასთან, მონიტორინგსა და კონტროლთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის კონტროლის საქმიანობის მეთოდოლოგიებზე, სერტიფიცირების საკითხებზე, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემებისათვის ავტორიზაციების გაცემის პროცედურებზე.

გამოგვყევით