logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GEPHERRINI 2026 წელს ბრაზილიის ბაზარზე გასვლას გეგმავს

GEPHERRINI 2026 წელს ბრაზილიის ბაზარზე გასვლას გეგმავს. როგორც ტყავის აქსესუარების კომპანია Gepherrini-ის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ამ ეტაპზე ფართის მოძიება მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, Gepherrini-ის პროდუქციაზე მოთხოვნა დაახლოებით, 25%-ით გაიზარდა და გაყიდვების 70% ექსპორტზე მოდის. 

"როგორც იცით GEPHERRINI-ის პროდუქცია, სხვა ქვეყნებთან ერთად იაპონიის ბაზარზეც იყიდება და დაახლოებით, 3 თვეა რაც კანადის ბაზარზეც გამოვჩნდით. რა თქმა უნდა, მუდმივად ვფიქრობთ განვითარებასა და გაფართოებაზე. ოქტომბრის ბოლოს, იაპონიაში უკვე ჩვენი ბრენდული სტენდი გაიხსნება. რაც შეეხება კანადის ბაზარს - აქ ჩვენი პროდუქცია ამ ეტაპზე, ონლაინ იყიდება", - აცხადებს ილია გეფერიძე.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია ახალი ხაზის დამატებას არ გეგმავს, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. 

ცნობისთვის, GEPHERRINI ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებს, საფულეებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის, მათ შორის, ჩინეთში, სადაც Gepherrini 2 ფიზიკურ მაღაზიას ფლობს და ასევე, ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზეც ხელმისაწვდომია.

გამოგვყევით