სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის წამყვან გლობალურ B2B პლატფორმაზე Alibaba.com ქართული კომპანიების განთავსება დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, Alibaba.com-ის გუნდი საქართველოს ეწვია და პირველი შეხვედრა გამართა იმ ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც საწყის ეტაპზე პლატფორმაზე განთავსდებიან.
"Alibaba.com-ის წარმომადგენლებმა აუდიტორიას პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელშიც მიმოხილული იყო ქართული კომპანიების პლატფორმაზე საქმიანობის დაწყების ძირითადი ეტაპები და შესაძლებლობები. პრეზენტაციის შემდეგ სესია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა პროცესის პრაქტიკულ დეტალებზე იმსჯელეს. ინიციატივის პირველ ეტაპზე პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანია განთავსდება,"-აცხადებენ სააგენტოში.