logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Qooqy Bakery გლობალურ ბაზარზე გაფართოებას იწყებს – პირველი ფილიალი აშშ-ში გაიხსნება

Qooqy Bakery გლობალურ ბაზარზე გაფართოებას იწყებს – პირველი ფილიალი აშშ-ში გაიხსნება. როგორც "ბიზნესპარტნიორს" QooQy Bakery-ის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანია აღნიშნული პროექტისთვის ემზადება.

მანვე აღნიშნა, რომ ფილიალის უცხოურ ბაზარზე გასვლა მარტივად არ ხდება და საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. 

"იანვარში მივფრინავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარკვეული შეხვედრები გვაქვს და იმედია, რომ წარმატებით დავასრულებთ. იანვარში ვიწყებთ მოლაპარაკებებს და ვეცდებით, რომ იმავე წელს დავასრულოთ", - აცხადებს ილია გეფერიძე. 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - ამ ეტაპზე კომპანია 5 ფილიალით არის წარმოდგენილი და წლის ბოლომდე კიდევ ერთი ფილიალის დამატებას გეგმავს. 

QooQy Bakery აქტიურად თანამშრომლობს HoReCa სექტორთანაც და თითქმის 50-მდე პარტნიორი ობიექტი ჰყავს. კომპანიის გაყიდვების 30% სწორედ HoReCa სექტორზე მოდის.

ცნობისთვის, QooQy Bakery-ს პირველი ფილიალი თბილისში 2021 წლის 17 ივლისს გაიხსნა.

გამოგვყევით