logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

გამოვიდა ჟურნალ "მონეტარული ეკონომიკის" მორიგი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ "მონეტარული ეკონომიკის" მორიგი ნომერი

1758717689

გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „მონეტარული ეკონომიკა“ მეორე ნომერი.

ახალ ნომერში ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა და გარე ავტორების სტატიები:

  • ჰიპერინფლაციის დაძლევა და მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია საქართველოში, როგორც სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღების წინაპირობა;
  • სავალუტო ინტერვენციების როლი მცირე ღია ეკონომიკაში: საქართველოს მაგალითზე;
  • საპროცენტო განაკვეთების ფორმირება გარდამავალ ეკონომიკებში: საქართველოს მაგალითი ევროპული მისწრაფებების კონტექსტში;
  • გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის გავლენა საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაზე;
  • საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდურობა და საცალო ინვესტორების ჩართულობა.


როგორც ცნობილია, 2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. სებ-მა სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „მონეტარული ეკონომიკა“ გამოშვება ლარის საიუბილეო წლის ფარგლებში განაახლა. ჟურნალი წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და ზოგადად ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგებით და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც საინტერესო და სიღრმისეული დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას ქმნის.

„მონეტარული ეკონომიკის“ მომდევნო ნომერი მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა. რედაქცია სტატიებს გარე ავტორებისგანაც მიიღებს - monetaryeconomics@nbg.gov.ge.

ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი „ბანკი“ ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაარსდა. შემდგომში გამოდიოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, ამ დროისთვის კი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ახალ ფორმატში, ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკის“ სახელით გამოდის.

გამოგვყევით