2 დღის განმავლობაში ლუდის მოყვარულთათვის ნამდვილი მიუნხენური დღესასწაული მოეწყო.
20-21 სექტემბერს, დედაენის ბაღში, თბილისის ოქტობერფესტი გაიმართა. გერმანული ფესტივალის განწყობა საქართველოში ტრადიციულად „ლოვენბრაუმ" შექმნა. 2 დღის განმავლობაში პარკში ლუდის მოყვარულებს ლუდის გარდა გერმანული ატმოსფერო, მუსიკა და მრავალფეროვანი კერძების არჩევანი დახვდათ.
ფესტივალი 20 სექტემბერს გრანდიოზული გახსნით დაიწყო - კომპანიის ხელმძღვანელებმა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებმა საზეიმოდ გატეხეს ლუდის კასრი. დღის განმავლობაში სტუმრებისთვის დაუკრეს Dj-ებმა Nino Kvantrishvil-მა, Ninshu-მ და Hatsvali-მ. დღის მთავარი კულმინაცია „ლოვენბრაუს" ფეისბუქ კონკურსის ფინალისტების შეჯიბრი იყო და შემდეგ გამარჯვებულის დაჯილდოება, რომელსაც მიუნხენში ოქტობერფესტზე დასწრების საგზური გადაეცა. საღამო Killages-ის შესრულებით გაგრძელდა.
ფესტივალის მეორე დღე კვლავ მუსიკით იყო დატვირთული: Tobako Tween-მა, Kote Jafaridze-მ, Sandro Jorbenadze-მ და Levi Love Disco-მ საუკეთესო DJ სეტები შემოგვთავაზეს, ხოლო შუაში ელენე კალანდაძის LIVE პერფორმანსი გაიმართა.
„ოქტობერფესტი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაულია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. წლების წინ გადავწყვიტეთ, საქართველოში ყოველწლიურად ჩაგვეტარებინა ოქტობერფესტი. ვცდილობთ, განვავითაროთ ლუდის მოხმარების კულტურა, ლუდის ინდუსტრია. სწორედ ამას ემსახურება ფესტივალიც. და, რა თქმა უნდა, ოქტობერფესტი მეგობრებთან შეხვედრის, ემოციების, სიხარულის გაზიარების დღესასწაულია. „ლოვენბრაუს" გარეშე ოქტობერფესტი წარმოუდგენელია და სწორედ „ლოვენბრაუ" არის დღესასწაულის მასპინძელი საქართველოშიც. ლუდი „ლოვენბრაუ" მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ განსაკუთრებული ტრადიციის საქართველოში ინტეგრაციის კუთხით და ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმასპინძლობთ ღონისძიებას, რომელიც უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. წელს მეორედ იყო ფესტივალი სახალხო და მოლოდინს გადააჭარბა - დედაენის ბაღი სავსე იყო, როგორც ადგილობრივი სტუმრებით, ისე საერთაშორისო ვიზიტორებით,” - აღნიშნა „ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
ოქტობერფესტი 200-წლიანი გერმანული ტრადიციაა, რომელიც ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა, სადაც ყოველწლიურად იკრიბებიან ლუდის მოყვარულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მიიღონ დაუვიწყარი მიუნხენური გამოცდილება. ოქტობერფესტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სახალხო ფესტივალია, შეიძლება ითქვას მსოფლიოს უდიდესი გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება. „ლოვენბრაუ“ ერთ-ერთია იმ 6 ლუდსახარშს შორის, რომლებსაც ოქტობერფესტში მონაწილეობის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ „ლოვენბრაუ“ ყოველ ოქტობერფესტზე იყიდება 1810 წლიდან.