logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"თუ სამშენებლო ამნისტიის ახალი კანონი მარტივად აღსრულებადი იქნება, ვფიქრობ, დიდ პრობლემებს გადაჭრის"

"თუ სამშენებლო ამნისტიის ახალი კანონი მარტივად აღსრულებადი იქნება და შესაბამისი ორგანოები ურთიერთშეთანხმებულად იმუშავებენ, ვფიქრობ, დიდ პრობლემებს გადაჭრის," - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს" იურიდიული კომპანია OK&CG დამფუძნებელმა, ოთარ კაჭკაჭაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, სახელმწიფოს დღის წესრიგში საკითხი უდგას, რომ ქონების დაკანონებასთან დაკანონებული ყველა საკითხი მოგვარდეს.

"საპოლიციო გამოსახლების საკითხის შემთხვევაში, ის კანონპროექტის დონეზეა და მალე იქნება მოწოდებული. მისი შინაარსის მიხედვით, აღნიშნული მხოლოდ იმათ შეეხებათ, ვინც ქონებას გააქირავებს ან იჯარით გასცემს და შემდეგ რეესტრში დაარეგისტრირებს. სწორედ მათ შეეძლებათ ისარგებლონ იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო ბიუროს სწრაფი გამოსახლების სერვისით,"-აცხადებს კაჭკაჭაშვილი.

მისივე ცნობით, ქირიდან დეკლარირების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 5%-იანი საშეღავათო სისტემით ისარგებლებს.

შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე არსებულ საცხოვრებელ სახლებს ამნისტია შეეხება, რომელიც მხოლოდ 2024 წლის 1 იანვრამდე აშენებულ შენობა-ნაგებობებზე გავრცელდება და ჯამში 1 მლნ ადამიანს შეეხება. თუმცა, თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა დედაქალაქს არ შეეხება, ვინაიდან თბილისში მსგავსი ტიპის ამნისტია უკვე ჩატარდა.

გამოგვყევით