logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

1791449309

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ღირებულება 14.5 მილიონ ლარზე მეტია.

“სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 700 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა. ამ ეტაპზე, სკოლის შენობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები, ასევე, სკოლის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სივრცეების მოწყობას და მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნას. სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოგვყევით