logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბადიში" წარმადობის 20%-ით გაზრდას გეგმავს და აგროტურიზმის მიმართულებას ავითარებს

გურიაში მოქმედი საოჯახო საწარმო „ბადიში“, რომელიც ქართულ ტრადიციულ საწებლებს აწარმოებს, წარმადობის 20%-ით გაზრდას გეგმავს. როგორც „ბადიშის“ დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, კომპანიის მოლოდინია, რომ ადგილზე აგროტურიზმის განვითარების პარალელურად პროდუქციაზე მოთხოვნაც გაიზრდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროდუქციაზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა ბიზნესი სტაბილურად ვითარდება.

მომსახურებაში დეგუსტაციები და მასტერკლასები დავამატეთ და ადგილზე ვვითარდებით. ეს ახალი გადადგმული ნაბიჯია და ჯერჯერობით ბევრი მომხმარებელი არ გვყავს“,  – განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.

მისი ინფორმაციით, კომპანიას სარეალიზაციო არხები ამ ეტაპზე არ გაუფართოებია და მათი პროდუქცია ძირითადად საწარმოში იყიდება.

აღსანიშნავია, რომ „ბადიში“ გაფართოებისთვის ინვესტორსაც ეძებდა, თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, საოჯახო ბიზნესში ინვესტორების დაინტერესება რთულია, რადგან ასეთ პროექტებს მაღალი რისკის შემცველად მიიჩნევენ.

კომპანია „ბადიში“ გურიაში მდებარე საოჯახო საწარმოა, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანია ქართულ ტრადიციულ პროდუქტებს, მათ შორის აჯიკასა და საწებლებს აწარმოებს. „ბადიში“ ასევე „პირველი არხის“ სატელევიზიო შოუ „შარქ თენქ საქართველოს“ მონაწილეც იყო.

გამოგვყევით