logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბაზარზე "უმალის" თევზის ხემსი გამოჩნდა

ბაზარზე "უმალის" თევზის ხემსი გამოჩნდა. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი  დიმიტრი წვერავა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ახალი პროდუქტი "ლუდის სახლში" დაახლოებით, 1 კვირის წინ შევიდა.

მისივე ინფორმაციით,  აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ქსელურ მარკეტებთან და შესაბამისად, თევზის ხემსი ბაზარზე უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი.

"ჩვენ მუდმივად ვვითარდებით. მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში გაყინული პროდუქციის გამოშვებას ვგეგმავდით, თუმცა დანადგარების მოწოდება შეფერხდა და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროდუქტი ბაზარზე შემოდგომას გამოჩნდება. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა დაახლოებით, 10-15%-ით გაიზარდა. ახალი პროდუქტი, თევზის ხემსი საკმაოდ კარგად შევიდა ბაზარში. ეს არის 100-გრამიან შეფუთვებში. ამასთან, კომპანიის ტოპ გაყიდვადი პროდუქტებია ქაშაყი, შებოლილი სკუმბრია და ა.შ.", - აცხადებს დიმიტრი წვერავა.

ცნობისთვის, "უმალი" 50-მდე დასახელების პროდუქტს,  მათ შორის ხიზილალას აწარმოებს.  ძირითადი პროდუქტებია სკუმბრია, ქაშაყი, ქაშაყის ფილე, მოივა და სხვა.

"უმალი" ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპროდუქტებით საქართველოს მთელ ტერიტორიას ამარაგებს. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ამ დროისთვის 90 ადამიანია დასაქმებული.

გამოგვყევით