logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

დავით კერესელიძე: ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა ბიზნესი

"ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე სპორტი და ბევრად მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე ბიზნესი", - ამის შესახებ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" დამფუძნებელი, ქუთაისის "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძე "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში აცხადებს. 

მისი თქმით, კლუბში სწორედ ამ ხედვით ხორციელდება ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია. შესაბამისად, დარწმუნებულები არიან, რომ შედეგი 5-10 წელიწადში აუცილებლად დადგება. 

"ქუთაისის ტორპედო" აუცილებლად წარმატებული იქნება, ამიტომაც ვდებთ ყველაზე დიდ ინვესტიციას ფეხბურთში, და გვჯერა, 5 თუ 10 წლის შემდეგ ეს რეალურ შედეგებს მოგვიტანს", - აცხადებს დავით კერესელიძე. 

კერესელიძე მიიჩნევს, რომ ეს სფერო მოთმინებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ის   პოტენციურ ინვესტორებს ურჩევს, რომ სწრაფ ფინანსურ უკუგებაზე ორიენტირებულები არ იყვნენ.

"ფეხბურთი ნამდვილად არის პერსპექტიული ბიზნესი და ისეთი, რომელშიც მე ყველას ვურჩევ, რომ ფული ჩადონ დღეს, მაგრამ უკუგებას ნუ დაელოდებიან ხვალვე, მოთმინებით აღჭურვონ, 5-დან 10 წლიან პერიოდში ისინი აუცილებლად დაინახავენ, რა არის ფეხბურთი", - აღნიშნა დავით კერესელიძემ. 

დავით კერესელიძის შეფასებით, ფეხბურთის წარმატება მხოლოდ მოედანზე ნაჩვენებ შედეგებზე არ არის დამოკიდებული.

მისი თქმით, განვითარებულ საფეხბურთო ქვეყნებში სტადიონზე მისვლა კულტურის ნაწილია, სადაც ადამიანები არა მხოლოდ მატჩის სანახავად, არამედ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად იკრიბებიან.

კერესელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სწორედ ამ კულტურის ჩამოყალიბება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

"ფეხბურთი მართლაც ლამაზი სანახაობაა და ეს მსოფლიოში კულტურის ნაწილია. წარმოიდგინეთ, შოტლანდიელი გულშემატკივრები ფეხბურთზე მიდიან, იმიტომ, რომ ეს ლამაზი ღონისძიებაა. ასევე  ნაწილია ლუდი,  საკვები, ოჯახი ერთად ატარებს დროს, მეგობრები ხვდებიან და ძალიან ბედნიერები არიან. თუ გუნდმა მოიგო, დამატებით კათხა ლუდის შანსი არსებობს. ჩვენს შემთხვევაში კი, თუ გუნდმა ვერ მოიგო, არსებობს სტადიონის გადაწვის მოტივაცია, ან იმ სტადიონზე მწვანილის დათესვის", - აცხადებს დავით კერესელიძე. 

გამოგვყევით