logo
Loading data...

Hualing Plaza ელექტრონული პლატფორმის შექმნას გეგმავს

Hualing Plaza ელექტრონული პლატფორმის შექმნას გეგმავს

1714135750

Hualing Plaza კომპანიაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს. კერძოდ,დაახლოებით, სექტემბრისთვის განიხილება  ელექტრონული პლატფორმის შექმნა.  როგორც Hualing Group-ის  მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  საიტზე   სავაჭრო ცენტრ Hualing Plaza-ში არსებული თითქმის ყველა ბრენდის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. 

მისივე თქმით, აღნიშნულის გარდა, სავაჭრო ცენტრი მომხმარებლებს ზაფხულის სეზონზე სხვა სიახლეებსაც შესთავაზებს.

„დაახლოებით, 2 წელია ახალ კონცეფციაზე გადავედით, რის შემდეგაც სავაჭრო ცენტრზე მოთხოვნა ლოკაციიდან და კონცეფციიდან გამომდინარე, ძალიან გაიზარდა. პირველი ორი სართული და პავილიონები არის სავაჭრო სივრცეები, ხოლო რაც შეეხება ზედა ორ სართულს - აქ განთავსებულია ოფისები.

ჩვენს ცენტრში იუსტიციის სახლია, რომელიც არც ერთ სხვა მოლში არ არის. გარდა ამისა, არის სპორტ დარბაზი, სხვადასხვა ბრენდის მაღაზია, ცეკვის სტუდია, ასევე, ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ და ა.შ.

ბიზნესის მხრიდან დაინტერესება არის. კონკრეტული ბრენდები მოლოდინის რეჟიმში არიან, კონკრეტულ ბრენდებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მაგალითად, გუშინ გაიხსნა „ნავნეს“ ყველაზე დიდი ობიექტი, რაც იმას ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კონცეფციის შესაბამისი მაღაზიებისთვის სასურველი სივრცე გვაქვს“, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

მისივე  ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სავაჭრო ცენტრი Hualing Plaza, დაახლოებით, 90%-ით არის დატვირთული. მისივე თქმით, მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან წლიდან წლამდე იზრდება.

ცნობისთვის, Hualing Group-მა საქართველოში ინვესტიციის განხორციელება  2007 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი, მათ შორის, Hualing Plaza (თბილისის ზღვის პლაზა) განახორციელა. „თბილისის ზღვის პლაზას“ საერთო სამშენებლო ფართობი 160 000 მ2-ია. სავაჭრო ცენტრი ოფიციალურად 2017 წელს გაიხსნა.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით