logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარღვევა კონკურენციის კანონმდებლობაში"

"კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარღვევა კონკურენციის კანონმდებლობაში"

1765479463

კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარღვევა კონკურენციის კანონმდებლობაში არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველა განვითარებულ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეთანხმებული ქმედება - ეს არის ე.წ კარტელური გარიგება იმ მიზნით, რომ ზედმეტი შემოსავალი და მოგების მაქსიმიზაცია განახორციელოს ამათუ იმ კომპანიამ, ეს იქნება რომელიმე ბაზარზე, თუ იქნება რომელიმე სახელმწიფო შესყიდვის პროცესში.

„როდესაც კომპანიები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან, რომ მოიპოვონ რომელიმე ტენდერში გამარჯვება, ან ბაზარზე გარკვეული უპირატესობა, კონკურენციის პირობებში მომხმარებელი იღებს მაქსიმალურ დანაზოგს. ხოლო, როდესაც არის შეთანხმებული ქმედება, ეს პირიქით - მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილ თანხებს უკავშირდება. სახელმწიფო ტენდერის შემთხვევაში კი, უფრო მეტ დანახარჯს უკავშირდება. ამიტომ, იმისთვის არსებობს კონკურენციის კანონმდებლობა და ჩვენი მსგავსი სააგენტოები მთელ მსოფლიოში, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები შეისწავლონ, მონიტორინგი გაუწიონ, ასევე პრევენციაზე იმუშაონ და საჭიროების შემთხვევაში დარღვევაზე რეაგირება ჰქონდეთ“, - განმარტა ირაკლი ლექვინაძემ.

გამოგვყევით