logo
Loading data...

"მწვანე უბანი ქუთაისში" - West Development-ი იმერეთში, თანამედროვე კერძო დასახლებას აშენებს

"მწვანე უბანი ქუთაისში" - West Development-ი იმერეთში, თანამედროვე კერძო დასახლებას აშენებს

1713874970

ქუთაისში ახალი ინოვაციური დასახლება შენდება. "მწვანე უბანი ქუთაისში" West Development-ის პირველი პროექტია, რომელიც იმერეთის რეგიონში ხორციელდება და მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. 

როგორც West Development-ის გაყიდვების და  მარკეტინგის  სამსახურში "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებენ,  ამ დროისთვის კომპანიის ფუნქცია  კონკრეტული ტერიტორიის ინფრასტრუქტურულად მოწყობა/გამართვა და მისი გაყიდვა იქნება.  პროექტი მოიცავს 18 ჰექტარზე გაშენებულ დასახლებას,რომლის ფარგლებშიც  კერძო სახლისთვის  194  ნაკვეთის გაყიდვა იგეგმება.

პროექტში არ არის გათვალისწინებული სახლების მშენებლობა, თუმცა ტერიტორიაზე  ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც თანამედროვე დასახლებისთვის არის აუცილებელი. მათ შორის,  გასართობი სივრცეები, სკვერები, შადრევანი,  საბავშვო ატრაქციონები, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის  და კალათბურთის სტადიონები და სხვა.

კომპანიის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა უსაფრთხოებას, რისთვისაც კონკრეტულ ლოკაციებზე, მათ შორის, საბავშვო სივრცეებთან, ვიდეოკამერები განთავსდება.

პროექტი ქუთაისში, ავანგარდის ტერიტორიაზე განხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება 3  მლნ დოლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორია  3 ნაწილად არის დაყოფილი, რის მიხედვითაც მიწის ნაკვეთების რეალიზაცია იგეგმება.  ამ ეტაპზე ‘’მწვანე უბნის“ პირველი ეტაპი  მიმდინარეობს, რაზეც მუშაობა რამდენიმე თვეა დაიწყო და სამუშაოების 10% უკვე შესრულებულია.

კომპლექსის სავიზიტო ბარათი კი შიდა რეკრეაციული ზონა იქნება, რომელიც 6500 კვ.მ-ის ტერიტორიაზე გაშენდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს 3 ნაწილად დაყოფილ ტერიტორიაზე საკომუნიკაციო არხების შეყვანას.  ამ დროისთვის უკვე გაკეთებულია 3 -კილომეტრიანი გალავანი, სამომავლო კი  დაგეგმილია  ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და მიწების გამოყოფა.  პირველი ნაწილის  სამუშაოები  წლის ბოლომდე დასრულდება.

"პროექტის განხორციელებით კომპანია მიზნად ისახავს, რომ  მომხმარებლებს თანამედროვე, კომფორტულ გარემოში ცხოვრება შესთავაზოს. ამისთვის უნდა შევქმნათ  ყველა პირობა, რომ ახალი უბანი მაღალ დონეზე, სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მოეწყოს. ჩვენი ფუნქცია საწყის ეტაპზე მიწების გაყიდვა იქნება“, - განმარტავენ West Development-ის გაყიდვების და  მარკეტინგის  სამსახურში.

თუმცა სამომავლოდ West Development-ი გეგმავს მომხმარებლებს მზა სახლები შესთავაზოს, რომელიც სამშენებლო კომპანიებთან კოლაბორაციით განხორციელდება, რაზეც მუშაობა პრაქტიკულად დაწყებულია. შესაბამისად, West Development-ის სერვისი უფრო მრავალფეროვანი გახდება.

რაც შეეხება გაყიდვებს, 22 აპრილიდან დაიწყო  და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, მიწის ნებისმიერი ნაკვეთი  შეიძინოს (600 კვ.მ-დან 1700 კვ.მ-მდე მოცულობის).  1 კვ. მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 45 დოლარიდან იწყება.

პროექტი 2026 წლის დეკემბერში დასრულდება.

ცნობისთვის, West Development-ი ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა. კომპანიის გეგმაშია სამშენებლო სექტორში პოზიციების გამყარება და  ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელება, რაც  დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით