"ზედაზენი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. კომპანიის განცხადებას, რომელსაც კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს სვლა ევროპისკენ ქართველი ხალხის ისტორიული ნებაა, რომელიც გამოხატულია ქვეყნის კონსტიტუციაში, შესაბამისად, მას უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლება.მკაცრად ვგმობთ მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობასა და სისასტიკის გამოვლენას. ცემა, სახლებში შევარდნა, მასობრივი დაკავებები, განსხვავებული აზრის დევნა - კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიის მშენებელი საზოგადოებისათვის. საქართველოს მომავალი ევროპაშია", - აღნიშნულია განცხადებაში.