logo
Loading data...

"საქართველოში უძრავი ქონების ფასების ზრდის ტემპი აღმოსავლეთ ევროპის ტარიფებს გაუთანაბრდება" - გიორგი ტაბუცაძე

"საქართველოში უძრავი ქონების ფასების ზრდის ტემპი აღმოსავლეთ ევროპის ტარიფებს გაუთანაბრდება" - გიორგი ტაბუცაძე

1716462000

საქართველოში ძალიან მალე უძრავი ქონების ფასების ზრდის ტემპი აღმოსავლეთ ევროპის ფასებს გაუთანაბრდება, - ამის შესახებ "პანორამა ჯგუფის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბუცაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ფასები მზარდია არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც.

"უძრავი ქონება არის პროდუქტი, რომელიც განაპირობებს თავის მოცემულობას - ეს არის მისი მახასიათებლები, მასშტაბურობა და სამართლებრივი რეგულირება. საქართველოში მზარდია უძრავი ქონების ფასების ტემპი და გამონაკლისი არც რეგიონებია. კონკრეტულად იმერეთის ჭრილში, ქუთაისში მზარდია ეს მოცემულობა. რამდენიმე ფაქტორია, რაც განაპირობებს ფასის და ასევე, მოთხოვნის ზრდას. ეს არის მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან, რომლებსაც სურთ, რომ უფრო მაღალი კლასის პროექტები შეიძინონ და ასევე, ერთ-ერთი ფაქტორია ქუთაისის აეროპორტი. ბევრი ისეთი ადამიანი ხვდება ქუთაისში, რომელთაც აქვთ მოთხოვნა შეიძინონ უძრავი ქონება. შესაბამისად, ჩვენს პროექტებში გვყავს მობინადრეები, რომლებიც არიან გერმანიის, ინგლისის და ამერიკის მოქალაქეები და მათი რაოდენობა იზრდება. გარდა ამისა, იზრდება ადგილობრივი მობინადრეების რაოდენობაც გამომდინარე იქიდან, რომ მათ სურთ რეგიონის მასშტაბით გამორჩეული პროექტები. 

ჩვენი კომპანია ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს, რაც შეეხება სამშენებლო მიმართულებას 3 წელია ქუთაისის ბაზარზე ვართ. ქუთაისისთვის დავიწყეთ გამორჩეული პროექტების შეთავაზება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქალაქის მოსახლეობას პრემიუმ კლასის პროექტებზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა. მოთხოვნა გაიზარდა და მათ კიდევ უფრო ახალი და კარგი მოლოდინები აქვთ. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი - "პანორამა გარდენსი". გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ კიდევ სხვა გამორჩეულ პროექტებს", - აცხადებს ტაბუცაძე.

მანვე აღნიშნა, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა და ქუთაისშიც ბევრი კომპანია შემოვიდა. 

როგორც ტაბუცაძე აცხადებს,"პანორამა ჯგუფი" ქუთაისში 50 მილიონი ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით