logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თამარ ბუაძე: არ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისთვის ყველა ბიზნესი მზად არის

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

არ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისთვის ყველა ბიზნესი მზად არის, - ამის შესახებ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ეკონომიკური რეფორმების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საჯარო შესყიდვების რეფორმის განხორციელების პროცესში  ქვეყანას ძალიან დიდი სარგებელი აქვს.

მოგეხსენებათ, რომ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ეკონომიკურ რეფორმებზე მუშაობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ საჯარო შესყიდვების რეფორმაა, რომლის  განხორციელების პროცესში ძალიან დიდი სარგებელი აქვს ქვეყანას.  რეფორმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ჩვენც ჩავერთეთ პროცესში. პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ, ახალი კანონის მიღებაა. აღნიშნული კანონი 2023 წლის თებერვალში იქნა მიღებული, რომლითაც კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცა ჩვენს ქვეყანას. ზოგადად, რომ ვთქვათ ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის ბაზრებზე ხელმისაწვდომობა, ადგილობრივ ბაზარზეც  კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფო ხარჯების რაციონალური ხარჯვა მოხდეს და უფრო მეტი ბიზნესი ჩაერთოს ადგილობრივ ტენდერებში. ეს არის, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანი მიღწევა რეფორმის, თუმცა ასევე, ერთ-ერთი მიღწევა გახლავთ ის, რომ ქართულ საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა მიიღონ. საკმაოდ დიდი ბაზარია, დაახლოებით, 2 ტრლნ ევროს ბაზარზე გვაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით სააგენტოს და მთავრობას, რომ ეს ინფორმაცია მივიდეს ბიზნესებამდე, რადგან არ გვაქვს მოლოდინი, რომ დღეს ყველა ბიზნესი მზად არის ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ საიდანღაც უნდა დავიწყოთ.  ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ვიწყებთ ინფორმაციის მიღებას, მომზადებას, ტენდერების გაცნობას და ა.შ.“, - განაცხადა თამარ ბუაძემ.

გამოგვყევით