logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თოლია" - ზაფხულის სეზონზე, კომპანიის გაყიდვები 15%-ით გაიზარდა

ზაფხულის სეზონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის გაყიდვები 15%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ნაყინის მწარმოებელი კომპანიის "თოლიას" მარკეტინგის მენეჯერმა სანდრო ლომთაძემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, "თოლიამ" მიმდინარე წელს ჯამში 5 ახალი ობიექტი, სანაყინე დაამატა, რამაც გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო.

"სანაყინეები გავხსენით, ქუთაისში, თბილისში, ბათუმში და გორში. აღსანიშნავია, რომ ჩვენს პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა იყო განსაკუთრებით, ბათუმსა და თბილისში", - აცხადებს სანდრო ლომთაძე.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია მიმდინარე წელს, თბილისში კიდევ 2 სანაყინის გახსნას გეგმავს, რომლის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 500 000 ლარამდე იქნება. 

რაც შეეხება დონატების მიმართულებას - როგორც სანდრო ლომთაძე აცხადებს - აღნიშნული მიმართულებითაც გაყიდვების ზრდა ფიქსირდება. 

"თოლიას" მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს კომპანია ასორტიმენტის გაზრდას არ გეგმავს და ახალი პროდუქციაზე მუშაობას, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, კომპანია "თოლია" ქართულ ბაზარზე 26 წელზე მეტია ოპერირებს და ნაყინის, დაახლოებით, 60-მდე სახეობას აწარმოებს. კომპანიაში დასაქმებულია 400 ადამიანი და მათი რიცხვი ახალი სანაყინეების გახსნის პარალელურად გაიზრდება.

გამოგვყევით