logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"2025 წლის იანვარ-ნოემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა" - სამინისტრო

"2025 წლის იანვარ-ნოემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა" - სამინისტრო

1767187109

2025 წლის ნოემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,059 ერთეულს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

2025 წლის ოქტომბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: ტრანსპორტისა და დასაწყობების, დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებმა.

იანვარ-ნოემბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით) ზრდა იანვარ-ნოემბერში 8.7%-ს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 3.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.

2025 წლის ნოემბერში სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.

გამოგვყევით