logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2026 წლის 1 იანვრიდან, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შედის

2026 წლის 1 იანვრიდან, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შედის

1767187745

2026 წლის 1 იანვრიდან, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შედის. ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ცვლილებები შედის საქართველოს მთავრობის №4, №400, №442, №426 და №407 დადგენილებებში. აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას,  ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების განვითარებასა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნას.

"ახალი რეგულაციით იცვლება რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში მხოლოდ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების მოთხოვნა. ამასთან, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას სავალდებულო ხდება სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფით და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის სამუშაო და დასვენების რეჟიმებისა და გადაადგილების სიჩქარის კონტროლს.

ახალი ვალდებულების ამოქმედებისთვის დადგენილია შემდეგი ვადები:

ტაქოგრაფი:

  • თბილისი – ბათუმი: 2027 წლის 1 ივნისიდან;
  • სხვა ყველა 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული დასახლება: 2027 წლის 1 დეკემბრიდან.

სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა:

  • თბილისი – ბათუმი: 2027 წლის 1 მარტიდან;
  • სხვა ყველა დასახლება: 2027 წლის 1 დეკემბრიდან.

აღნიშნული მიდგომა შექმნის დაბალანსებულ და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას,  ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების განვითარებასა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნას,"-ნათქვამია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდ მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით