logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში თაფლის მოხმარება გაიზარდა" - "აგრიაპი"

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგადად, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში თაფლის მოხმარება გაიზარდა, - ამის შესახებ თაფლის მწარმოებელი კომპანია "აგრიაპის"  დამფუძნებელმა დავით ალექსიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, მოთხოვნა გაზრდილია საზაფხულო თვეებშიც, როცა მოხმარება, საახალწლო პერიოდთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია. 

"2025 წელი კომპანიისთვის საკმაოდ სტაბილური იყო. მიუხედავად იმისა, რომ წელი ჯერ არ დასრულებულა შემიძლია გითხრათ, რომ მცირედი ზრდა, სავარაუდოდ, გვექნება. ამჟამად, ჩვენთვის განსაკუთრებით აქტიური პერიოდი. საახალწლო პერიოდში მოთხოვნა ორმაგდება ხოლმე.

ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე Horeca სექტორში და დაახლოებით, 7 დასახელების პროდუქტი გვაქვს. წარმოების 80% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და 20%  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაგვაქვს", - აცხადებს დავით ალექსიძე.

"აგრიაპი" 2026 წელს საექსპორტო მიმართულებების განვითარებას გეგმავს. როგორც დავით ალექსიძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებთან.

შეგახსენებთ, „აგრიაპის“ თაფლის პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2018 წლიდანაა წარმოდგენილი და წლის განმავლობაში 50 ტონამდე თაფლს აწარმოებს.

საქართველოში ვგეგმავთ, მზის ენერგიის მიმართულებით [ინვესტიციების] დივერსიფიკაციას - კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორი

საქართველოში ვგეგმავთ, მზის ენერგიის მიმართულებით [ინვესტიციების] დივერსიფიკაციას - კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორი

გამოგვყევით