დღეიდან შაქარზე იმპორტის გადასახადი ამოქმედდა. იმპორტიორ კომპანიებს ქვეყანაში შაქრის შემოტანისას სპეციალური ბაჟს გადახდა მოუწევთ.
მთავრობის დადგენილებით,100 კილოგრამზე მეტი ოდენობის იმპორტისას, 1 კგ შაქარი 40 თეთრის იმპორტის გადასახადით დაიბეგრება, რაც ტონაზე 400 ლარის მოსაკრებელს ნიშნავს.
დადგენილება მთავრობამ 10 ნოემბერს მიიღო, ძალაში დღეიდან შევიდა და 2024 წლის 1 ივლისამდე იმოქმედებს.
გამონაკლისია შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატ EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევები.