logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

გერმანიაში, გამოფენა Spielwarenmesse 2026-ში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა

გერმანიაში, გამოფენა Spielwarenmesse 2026-ში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა

1770032457

გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების ინდუსტრიაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა Spielwarenmesse 2026 გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს. 

"გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს 60 ქვეყნიდან 2800-ზე მეტ მწარმოებელ კომპანიას და 73 000-ზე მეტ ვიზიტორს, რაც მას ინდუსტრიის მთავარ შეხვედრის წერტილად აქცევს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, წელს აღნიშნულ გამოფენაში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც საერთაშორისო აუდიტორიას ქართული პროდუქცია გააცნეს,"- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით