logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა - "საქსტატი"

I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა - "საქსტატი"

1718004769

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია, - ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შემცირება განპირობებულიაპირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9 პროცენტით განისაზღვრა.

2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 78.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 39.5 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ. აშშ დოლარით (19.3 პროცენტი). 

გამოგვყევით