logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მაკა ბოჭორიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე - "ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია"

მაკა ბოჭორიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე - "ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია"

1764001200

ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკვე მიღწეულ შედეგებს და პერსპექტივებს. აღნიშნული მიუღებელია სწორედ ამ ხალხისთვის, ვინც ასე თავგამოდებით ებრძვის Eagle Hills-ის პროექტის განხორციელებას საქართველოში და ათასნაირი დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. უარყოფითი მხარეები, რაზეც საუბრობენ, არის მოგონილი, ხოლო ერთადერთი შეფასება, რაც ამ კამპანიას შეიძლება მიეცეს არის ის, რომ მათ არ სურთ საქართველოს განვითარება. - აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, Eagle Hills-ის პროექტი მოიაზრებს 850 ჰა-ს განვითარებას - შეიქმნება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციული სივრცეები. ასევე, პროექტის ფარგლებში  2,4 მილიონ კვ/მ-ზე აშენდება 16 ათასამდე საცხოვრებელი ბინა,  სასტუმროების ნაწილში  გაჩნდება 1 500-მდე ნომერი,  კომერციული და სავაჭრო ოფისები და სხვა სახის კომერციული დანიშნულების ადგილები.

პროექტში $6.6 მლრდ-ის ინვესტირება განხორციელდება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

ეკონომიკა

გამოგვყევით