logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ნავსადგურში გენერალური ტვირთების მოცულობა 61.7%-ით გაიზარდა" - APM Terminals Poti

"ნავსადგურში გენერალური ტვირთების მოცულობა 61.7%-ით გაიზარდა" - APM Terminals Poti

1791800220

APM Terminals Poti-მ 2026 წლის პირველი 9  თვის ოპერაციული შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემები საკონტეინერო, გენერალური და საბორნე გადაზიდვების მიმართულებით ზრდის შენარჩუნებას ასახავს. მაღალი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს პორტის მნიშვნელოვან როლს საქართველოს, როგორც რეგიონულ და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს შორის დამაკავშირებელი სტრატეგიული კარიბჭის, განვითარებაში.

მთავარი საოპერაციო მაჩვენებლები (2026 წლის იანვარი-სექტემბერი)

საკონტეინერო ტვირთბრუნვამ 525 211 TEU შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია. წლის ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი ივლისში დაფიქსირდა, როდესაც ტერმინალმა 65 759 TEU დაამუშავა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა საკონტეინერო გემების შემოსვლის რაოდენობაც: წლის პირველ ცხრა თვეში APM Terminals Poti-მ  336 საკონტეინერო გემს უმასპინძლა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 268 გემს შეადგენდა. მხოლოდ სექტემბერში ნავსადგური 45 საკონტეინერო გემს მოემსახურა.

განსაკუთრებით მაღალი ზრდა გენერალურმა ტვირთებმა აჩვენა: მათმა მოცულობამ 324 656 ტონას მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 61,7%-ით მეტია.

ზრდა დაფიქსირდა საბორნე ოპერაციების მიმართულებითაც. საანგარიშო პერიოდში საბორნე ტვირთების მოცულობამ 162 843 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელი 123 350 ტონა იყო.

„,ეს შედეგები ასახავს რეგიონული სავაჭრო ნაკადების მდგრადობას, ჩვენი მომხმარებლების ნდობასა და თანამშრომლების ერთგულებას. როგორც საქართველოს უდიდესი საზღვაო ნავსადგური, კვლავაც ორიენტირებული ვართ უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ოპერაციების უზრუნველყოფაზე და ამავე დროს ვაგრძელებთ ინვესტირებას ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებაში. კავშირების გაძლიერებითა და მზარდი სავაჭრო ნაკადების მხარდაჭერით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებაში“, აცხადებს APM Terminals Poti-ს  კომერციული დირექტორი ახან ახანოვი.

მზარდი ტვირთნაკადებისა და მომხმარებელთა მოთხოვნის საპასუხოდ APM Terminals Poti ახალი მრავალფუნქციური მობილური საპორტო ამწის შეძენით აძლიერებს საკუთარ შესაძლებლობებსა და ოპერაციულ მოქნილობას. ინვესტიცია ხელს შეუწყობს ტვირთების ეფექტიან დამუშავებას და კიდევ უფრო გააძლიერებს ნავსადგურის, როგორც კავკასიასა და ცენტრალურ აზიას გლობალურ ბაზრებთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სავაჭრო კარიბჭის, როლს.

ახალი ამწის მიწოდება 2026 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პორტის საკონტეინერო გამტარუნარიანობა 650 000 TEU-ს გადააჭარბებს, ხოლო როგორც კონტეინერიზებული, ისე არაკონტეინერიზებული ტვირთების დამუშავების წლიური შესაძლებლობა დაახლოებით 500 000 ტონით გაიზრდება.

გამოგვყევით