პრემიერი გუშინდელი რეზონანსიდან გამომდინარე, ოპოზიციურ სივრცეში მაღალი ფასების კონტარგუმენტად ახლა დღგ-ს თემა „შემოაგდეს“. ცალკეული საექსპერტო შეფასებებიც თითქოს მაღალი სასურსათო ფასები დღგ-ს არსებული მოდელის შედეგია, ვფიქრობ ნაკლებად რელევანტურია და მყარ არგუმენტად ნაკლებად გამოდგება - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, დღგ-ს არსებული სტანდარტული გადახდის მოდელი, სადაც სასურსათო პროდუქცია დიფერენცირებული არ არის და ერთიანი დაბეგვრის რეჟიმშია, შეიძლება ფასების მაპროვოცირებელი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მაჩვენებელი გაიზრდებოდა. მისი თქმით, დღგ-ს განაკვეთი კი იგივეა 2005 წლიდან და არ შეცვლილა.
„პრემიერი გუშინდელი რეზონანსიდან გამომდინარე, ოპოზიციურ სივრცეში მაღალი ფასების კონტარგუმენტად ახლა დღგ-ს თემა „შემოაგდეს“. ცალკეული საექსპერტო შეფასებებიც თითქოს მაღალი სასურსათე ფასები დღგ-ს არსებული მოდელის შედეგია, ვფიქრობ ნაკლებად რელევანტურია და მყარ არგუმენტად ნაკლებად გამოდგება.
დღგ-ს არსებული სტანდარტული გადახდის მოდელი, სადაც სასურსათო პროდუქცია დიფერენცირებული არ არის ანუ ერთიანი დაბეგვრის რეჟიმშია ყველა სახის საქონელზე და მომსახურებაზე, კიდევ შეიძლება იყოს მაღალი ფასების მაპროვოცირებელი, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ თუნდა ბოლო პერიოდში მოხდებოდა მისი მაჩვენებლის ზრდა. ამ დროს დღგ -ს განაკვეთი იგივე სასურსათო პროდუქციაზე მოქმედებს 2005 წლიდან და არ შეცვლილა.
მართალია, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში არ მოქმედებს დღგ-ს გადახდის სტანდარტული მდგენელი, როგორც ეს ჩვენთან არის, მაგრამ თავად საგადასახადო მოდელია განსხვავებული. ერთი შეხედვით თუ დღგ იქნებოდა არა 18 % , არამედ თუნდაც ევროპის საშუალო მაჩვენებელზე ანუ 7-8 %, ფასები სასურსათე პროდუქციაზე ნაკლები იქნებოდა. გასაგებია ამ შემთხვევაში მომხმარებლის ჯიბეზეც ნაკლებად აისახებოდა. თუმცა აქაც არის ცალკეული ნიუანსები ანუ გასათვალიწინებელი ფაქტორები.
მთლიანი სავაჭრო და საგადასახადო ტვირთის ზეგავლენა ფასზე ევროკავშირის (EU) ქვეყნებში არ ეხება ერთი კონკრეტული პროდუქტის ან დისტრიბუციის კუთხით ინდივიდუალურად საფასურის დადგენას — არამედ წარმოადგენს ქვეყნის Სავარაუდო ყველა გადასახადის ერთობლიობას, რომელიც ეფექტიანად “იტვირთება” პროდუქტზე დისტრიბუციის, გაყიდვის, წარმოების ან იმპორტის საბოლოო ფასში. ეს ტვირთი შედგება არა მხოლოდ ერთი გადასახადიდან, არამედ რამდენიმე განსხვავებული კომპონენტიდან, რომლებიც ერთად ქმნის საგადასახადო ტვირთს ანუ საგადასახადო ტვირთი (Tax burden) არ არის მხოლოდ ერთ გადასახადზე დათვლილი ციფრი, არამედ არსებული ყველა გადასახადის (მუშახელის კონბტრიბუციებიდან დაწყებული—ფირმის მოგების გადასახადამდე) საერთო დატვირთვა. შესაბამისად, Taxation and Customs Union მთლიან ტვირთში ჩვეულებრივ შედის:
დამატებული ღირებულების გადასახადი (VAT) — უპირატესად ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაციული გადასახადი თითქმის ყველა საქონელზე და მომსახურებაზე. EU-ში მისი დონე იცვლება ქვეყნების მიხედვით, მაგრამ სტანდარტული განაკვეთი არ უნდა იყოს ნაკლები 15%-ზე, ხოლო ძირითადად ქვეყნების დიდ ნაწილში იყენებენ 15%-დან 27%-მდე სტანდარტულ მოსაკრებელს.
აქციზები — სპეციალური გადასახადები გარკვეულ პროდუქციაზე (მაგ., ალკოჰოლი, თამბაქო, ზოგი საწარმოო პროდუქტი) თვალყური ადევნებს ფასზე დამატებით ტვირთს.
სოციალური კონტრიბუციები — დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ დაგროვილი შეღავათები (სამედიცინო, პენსიური და სხვა ფონდი), რომლებიც საბოლოოდ გავლენას ახდენს სამუშაო ძალის ღირებულებაზე და პროდუქტის ფასი იზრდება.
კორპორატიული და ბიზნეს გადასახადები — მოგების გადასახადი, ადგილობრივი მთლიან გადასახადი.
ზეგანაკვეთები და იმპორტის ტარიფები როცა პროდუქტი EU-ში შემოდის (სავარაუდოდ სასურსათო პროდუქციაზე ხშირად ამგვარი ტარიფები შეიძლება განსხვავებული იყოს).
შესაბამისად, ამ კომპონენტების მიხედვით ფორმირდება მთლიანი სადასახადო ტვირთი.
ზოგაგად საგადასახადო ტვირთის დაანგარიშების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ჯამური თანაფარდობის პროცენტი GDP-ზე (ან ე.წ. tax-to-GDP ratio). ეს იანგარიშება შემდეგნაირად : საგადასახადო ტვირთი (%) = (სახელმწიფოს მიერ შეგროვებული ყველა გადასახადი + სოც. კონტრიბუციები) ÷ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) × 100.
მაგალითად: საფრანგეთში საგადასახადო ტვირთი დაახლოებით ~43.8%-ზეა GDP-ზე, რაც ევროკავშირში ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება. ამასთან, EU-ში საერთო ტვირთი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში (განსხვავებული მის წევრ ქვეყნებში, მაგრამ საშუალოდ 40%-ზე მეტი GDP-ზე).
აქ იგულისხმება სავაჭრო და ლოგისტიკური ხარჯები, როცა სურსათი გაივლის დისტრიბუციას, მას დაემატება სხვადასხვა ფასი საქონელზე და ამ ფასში უკვე ჩართულია VAT-ის ნაწილი, ასევე დასაქმებულთა კონტრიბუციები თუ დისტრიბუციის კომპანია დასაქმებულებს უხდის ან მუშახელს ბროკერს ანაზღაურებს, ეს ხარჯებიც გადადის საბოლოო ფასში.
როგორც ვხედავთ EU-ში საერთო საგადასახადო ტვირთი ძალიან მაღალია (საშუალოდ 40% GDP-ზე და უფრო მეტი ზოგ ქვეყანაში).
შედარებისათვის საქართველოში საგადასახადო ტვირთი გაცილებით ნაკლებია და მაქსიმუმ 25 % შეადგენს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც ევროკავშირისაგან განსხვავებით ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ამასთან, ევროკავშირს და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ნაწილი (DCFTA) არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც მის მთავარ მიზნად აცხადებს საბაჟო გადასახადების სრულ გაუქმებას ევროკავშირიდან საქართველოში თუ მას აქვს ევროკავშირში წარმოების სერთიფიკატი, შემოტანილ საქონელზე, აგრეთვე EU-ის ბაზარზე საქართველოს ექსპორტზე იგივე სარგებელს.
ეს ნიშნავს, რომ EU-დან შემოსულ ისეთ სასურსათო პროდუქციას, რომელიც ნამდვილად წარმოებულია EU-ში და აქვს შესაბამისი საბუთები (პროდუქტის წარმოშობა), არ დაეკისრება 12% საბაჟო გადასახადი და ვერ შევა საგადასახო ტვირთში.
ასევე ვხედავთ, რომ ეს საგადასახადო ტვირთი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი გადასახადით, არამედ შედგება VAT-ის, აქციზის, იმპორტის ტარიფებისა და სოციალური კონტრიბუციებისგან.
მართალია, სურსათზე დადგენილი VAT განაკვეთები ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენთან რათა შეიმსუბუქოს ძირითადი პროდუქტების ფასზე გავლენა, მაგრამ საბოლოო ტვირთი მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფისკალურ საფეხურზე.
აქედან გამომდინარე მთელი ეს სპეკულაციები თითქოს მაღალი ფასები არის დღგ ის 18 % იანი განაკვეთის შედეგი არის მთლიანად “თითიდან გამოწოვილი” და სურსათზე მკვეთარად გაზრდილ ფასებთან კავშირში ნაკლებად არის, ამიტომაც არის ეჭვი ფასების ხელოვნურ ზრდასთან და კარტელურ გარიგებებთან.“ - წერს ცუცქირიძე.